Shop
ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები MagMAX™ CORE
კატალოგის ნომერი: A32700
MagMAX CORE - ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის კიტი მაღალი ეფექტურობის მქონე რეაგენტთა ნაკრებია რნმ-ისა და დნმ-ის გამოსაყოფად ნიმუშების ფართო სპექტრიდან. უნივერსალური ნაკრები ოპტიმიზებულია KingFisher - ის სხვადასხვა ტიპის მაგნიტური ბიდების მქონე პლატფორმებზე სამუშაოდ. MagMAX CORE ნაკრები ამარტივებს ხარისხიანი ნუკლეინის მჟავების მიღებას პჯრ-რეალურ დროში და სექვენირების ექსპერიმენტებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის. MagMAX CORE ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები:- წინასწარ მომზადებული რეაგენტების ნაკრები ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
- რეაგენტების მომზადების და პურიფიკაციის მინიმალური დროის საჭიროებიდან გამომდინარე, სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება მინიმალურ დროში;
- სრული პროტოკოლი 14 სხვადასხვა ტიპის ნიმუშიდან ნუკლეინის მჟავების გამოსაყოფად.
- სისხლი
- ფეკალიები
- ორალური სითხეები
- ცხოველური, ფეკალური და სხვა ტიპის ნაცხები
- ქსოვილი
- რძე
- თმის ფოლიკულები
- სპერმა
- შრატი
- ყურიდან აღებული ნიმუშები
- ნიმუშები გარემოს დაცვითი კველებისთვის
- ბაქტერიული ნიმუშები
- ვირუსული ნიმუშები
- პლაზმა
ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები MagMAX™ CORE
კატალოგის ნომერი: A32700
MagMAX CORE - ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის კიტი მაღალი ეფექტურობის მქონე რეაგენტთა ნაკრებია რნმ-ისა და დნმ-ის გამოსაყოფად ნიმუშების ფართო სპექტრიდან. უნივერსალური ნაკრები ოპტიმიზებულია KingFisher - ის სხვადასხვა ტიპის მაგნიტური ბიდების მქონე პლატფორმებზე სამუშაოდ. MagMAX CORE ნაკრები ამარტივებს ხარისხიანი ნუკლეინის მჟავების მიღებას პჯრ-რეალურ დროში და სექვენირების ექსპერიმენტებზე მათი შემდგომი გამოყენებისთვის. MagMAX CORE ნუკლეინის მჟავების პურიფიკაციის ნაკრები:- წინასწარ მომზადებული რეაგენტების ნაკრები ინახება ოთახის ტემპერატურაზე;
- რეაგენტების მომზადების და პურიფიკაციის მინიმალური დროის საჭიროებიდან გამომდინარე, სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღება მინიმალურ დროში;
- სრული პროტოკოლი 14 სხვადასხვა ტიპის ნიმუშიდან ნუკლეინის მჟავების გამოსაყოფად.
- სისხლი
- ფეკალიები
- ორალური სითხეები
- ცხოველური, ფეკალური და სხვა ტიპის ნაცხები
- ქსოვილი
- რძე
- თმის ფოლიკულები
- სპერმა
- შრატი
- ყურიდან აღებული ნიმუშები
- ნიმუშები გარემოს დაცვითი კველებისთვის
- ბაქტერიული ნიმუშები
- ვირუსული ნიმუშები
- პლაზმა
პლატფორმები
Thermo Fisher Scientific დნმ-მიკროჩიპების ანალიზისთვის გვთავაზობის Affymetrix-ის ინსტრუმენტების ფართო არჩევანს, რომელთა შორის აღსანიშნავია როგორც ინტეგრირებული პლატფორმები და ინდივიდუალური სკანერები, ასევე სპეც. ღუმელები, რეაგენტების მართვის პლატფორმები და ნიმუშის მოსამზადებელი სხვა სპეციფიკური ინსტრუმენტები.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდი
რა არის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდი?
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ/PCR) წარმოადგენს მეთოდს, რომლის საშუალებით ნუკლეინის მჟავის სპეციფიკური მონაკვეთის მილიონობით ასლის მიღება არის შესაძლებელი, რაც სამიზნის დეტექციის საშუალებას იძლევა თუნდაც მისი უმცირესი კონცენტრაციისას საკვლევ ნიმუშში.
მეთოდი შემუშავდა 1983 წელს Kary Mullis-ის მიერ, რისთვისაც მან ნობელის პრემია დაიმსახურა ქიმიის დარგში. მეთოდის შემქნიდან დღემდე პჯრ ფართოდ გამოიყენება მრავალ სამედიცინო და სამეცნიერო დისციპლინაში, მათ შორის მოლეკულური დიაგნოსტიკის, მიკრობიოლოგიის, გენეტიკის, კლინიკური დიაგნოსტიკის, სასამართლო ექსპერტიზის, გარემოს დაცვითი მეცნიერებების, მემკვიდრეობითი კვლევებისას და მშობლის იდენტიფიკაციისთვის.
მეთოდის სახელი გამომდინარეობს დნმ-ის რეპლიკაციისთვის აუცილებელი კომპონენტის, ფერმენტი დნმ-პოლიმერაზას სახელწოდებიდან. აღნიშნული ფერმენტი არსებობს ბუნებაში. ყველაზე გავრცელებულ პოლიმერაზას Taq-პოლიმერაზა წარმოადგენს, რომელიც მიიღება ბაქტერიიდან Thermus aquaticus. ფერმენტის მოქმედებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა დაახლოებით 70oC-ია. ფერმენტი ახდენს დნმ-ის ახალი ჯაჭვის სინთეზს დნმ-მატრიცაზე, დნმ-ის ოლიგო-ნუკლეოტიდების (პრაიმერების) გამოყენებით. პრაიმერები წარმოადგენს სინთეზურ ნუკლეოტიდური თანმიმდევრობებს, რომლებიც კომპლემენტურია უშუალოდ სამიზნე დნმ-ის ბოლოებისა.
მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების უახლესი მიღწევების და განვითარების ფონზე, შეიძლება ითქვას, რევოლუცია განიცადა ორგანიზმთა პათოგენური მოკროორგანიზმების, ვირუსების დეტექციისა და დახასიათების, გენეტიკური ცვლილებების კლინიკური დიაგნოსტიკის მიდგომებმა. აღნიშნულმა რევოლუციურმა ცვლილებამ გარდა ვირუსოლოგიისა, მიკოლოგიისა, და პარაზიტოლოგიისა, გავლენა იქონია სტომატოლოგიის, ჰემატოლოგიის, ონკოლოგიის, პერინატოლოგიის და მედიცინის სხვა მარავალი დარგის სადიაგნოსტიკო მიდგომების დახვეწასა და სიზუსტეზე.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) უნაკლო მეთოდია პათოგენების სწრაფი დეტექციისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ისეთ ინფექციურ აგენტებთან მიმართერბაში, რომელთა იდენტიფიცირება საჭიროებს კულტივირებას ტრადიციული მიკრობიოლოგიური მიდგომით, რაც ხშირად პრობლემას წარმოადგენს, ან მოითხოვს დიდ დროს საბოლოო დიაგნოზის მისაღებად.
რეალურ დროში პჯრ-ის განვითარებამ, თვისობრივთან ერთად რაოდენობრივი და გენოტიპირების მონაცემების გენერაციის შესაძლებლობით, აღნიშნული მეთოდი კიდევ უფრო ინფორმატიული გახადა.
პჯრ ფართოდ გამოიყენება კლინიკური ნიმუშების ანალიზისთვის, ისეთი ინფექციური აგენტების დეტექციისთვის, როგორიცაა HIV, ჰეპატიტები, ადამიანის პაპილომა ვირუსი, ეპშტეინ ბარის ვირუსი, მალარიის და ჯილეხის გამომწვევი პათოგენები. პჯრ-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს HIV -ის ადრეული დეტექციისთვის, ვინაიდან ვირუსის დნმ-ის დეტექცია შესაძლებელია ორგანიზმის ინფიცირებისთანავე, განსხვავებით იმუნოლოგიური მეთოდებისგან, რომელთა საშუალებით ანტისხეულების დეტექცია შესაძელებლია ინფიცირებიდან კვირების და თვეების გასვლის შემდეგ. პჯრ შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას, ვირუსული ინფექციის სიმძიმის შესაფასებლად, რასაც დიაგნოსტიკისა და პროგნოზისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
მალარიის ტრადიციული დიაგნოსტიკა ხორციელდება მალარიის პლაზმოდიუმის (Plasmodium falcipurum) დეტექციით, სისხლის მიკროსკოპიული გამოკვლევით. აღნიშნულ შემთხვევაში პჯრ-ის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს არა მარტო არსებობა, არამედ განისაზღვროს მისი გენოტიპი და შეირჩეს პრეპარატი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაავადების ეფექტური მკურნალობა. ინფექციური აგენტის ტიპის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შერეული ინფექციებისას.
სიმსივნის კლინიკურ დიაგნოსტიკაში პჯრ მეთოდი იძლევა მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტების პროგნოზისა და მათი რეზისტენტობის შესახებ თერაპიის ამა თუ იმ ტიპის მიმართ. სიმსვნეთა მრავალი ტიპი ხასიათდება წერტილოვანი მუტაციებით სხვადასხვა გენში, რომელთა იდენტიფიკაცია შესაძლებელია აღნიშნული მეთოდით. მაგალითად, ლეიკემიების განვითარების მიზეზი ძირითადად ქრომოსომული უბნების ტრანსლოკაციებია, რომლის შედეგადაც უჯრედები უკონტროლოდ იწყებენ პროლიფერაციას და ითრგუნება მათი გენეტიკურად პროგრამირებული სიკვდილი (აპოპტოზი). დაავადების დიაგნოსტირებისთვის ხშირად ტარდება ციტოგენეტიკური კვლევა ფილადელფიური ქრომოსომის გამოსაკვლევად. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ფილადელფიურ ქრომოსომას ბევრი უჯრედი არ შეიცავს, რის გამოც მისი იდენტიფიცირება განვითარების ადრეულ სტადიაზე შეუძლებელია. ლეიკემიების გამოვლენა მათი განვითარების ადრეულ სტადიებზე შესაძლებელია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.
აღსანიშნავია პჯრ მეთოდის გამოყენება გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, როგორიცაა ცისტური ფიბროზი, თრომბოფილიები, ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია, ფენიკლკეტონურია, კუნთოვანი დისტროფიები. ამავე მეთოდით შესაძლებელია ნაყოფის სქესის და მისი რეზუს (Rh) სტატუსის დადგენა ორსულობის მე-10 კვირაზე.
პჯრ მეთოდი გამოიყენება როგორც კაპილარული ელექტროფორეზის, ასევე შემდეგი თაობის სევქნირების ნიმუშების მომზადების ეტაპებზე.
პჯრ მეთოდის პრინციპი - ექსტრაქციის ეტაპი
ანალიზის განხორციელების პირველ ეტაპზე საჭიროა დნმ-ის (ან რნმ-ის) გამოყოფა ნიმუშიდან, რისთვისაც შემოთავაზებულია მზა ნაკრებები ნუკლეინის მჟავების ექსტრაქციისთვის. ექსტაქციის ეტაპი მოიცავს რამოდენიმე საფეხურს: ნიმუშში (ქსოვილი, შრატი, სისხლი, შარდი, ნაცხი და ა.შ.) არსებული ცილების ლიზისი, მათი მოცილება გამრეცხი ბუფერების საშუალებით, სუფთა ნუკლეინის მჟავების მიღება ელუციის ეტაპზე.
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ლაბორატორია მოიცავს სამ დამოუკიდებელ ზონას:
1.ნიმუშების დასამუშავებელი და ნუკლეინის მჟავების საექსტრაქციო არე;
2.პრე-პჯრ: მასტერიმიქსის და ნიმუშების შესარევი არე;
3.პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ოთახი.
თითოეული ზონა კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს UV ნათურით.
პოსტ-ტრანსპლანტაციური ანტისხეულების მონიტორინგი
ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის (HLA) საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა, განსაკუთრებით დონორის HLA-ზე მიმართულის აღმოჩენა არის დონორ-მიმღები ჰისტოთავსებადობის ტესტირების წინა პლანზე მას შემდეგ, რაც ტრანსპლანტაცია კლინიკურ რეალობად იქცა.
პაციენტებმა შეიძლება წარმოქმნან HLA ანტისხეულები ორსულობისა და ტრანსფუზიის საპასუხოდ და ტრანსპლანტანტის არათავსებადი ანტიგენების საპასუხოდ. როდესაც ისინი მიიღება ტრანსპლანტაციის შედეგად, მათ ჩვეულებრივ უწოდებენ დონორ სპეციფიკურ ანტისხეულებს (DSAs). De novo DSA-ს ასოციაცია ტრანსპლანტანტის შემდგომ დაკარგვასთან ასოცირდება, ამიტომ DSA-ს სკრინინგმა ტრანსპლანტაციის შემდგომ და ადრეულმა ჩარევამ შეიძლება საგრძნობლად გააუმჯობესოს ტრანსპლანტაციის შედეგები.
მაღალი PRA-ს მქონე პაციენტებში, ანტისხეულები, რომლებიც რეაქტიულია ერთი ან მეტი დომინანტური ეპიტოპის მიმართ, შეიძლება შენიღბოს დამატებითი სპეციფიკის ანტისხეულების არსებობა. ჩვეულებრივი მეთოდები შეიძლება არ იყოს ეფექტური ამ შემთხვევებში. LABScreen Single Antigen-ით შეგიძლიათ HLA კლასი I და II კლასის ანტისხეულების სკრინინგი, რომლებიც რეაქტიულნი არიან ერთ ან რამოდენიმე დომინანტური ეპიტოპის მიმართ, რაც უზრუნველყოფს კლინიკის ყოვლისმომცველ ანალიზს პოპულაციაში გავრცელებული ანტიგენების შესაფასებლად.
პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT-A)
პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT), პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT-A), რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ახალი მიღწევები შემდეგი თაობის სექვენირების (NGS) მეთოდებში გვაძლევენ მარტივ, მასშტაბირებად და ინოვაციურ გადაწყვეტებს PGT-A (ანეუპლოიდი) და PGT-M კველვებისთვის(მონოგენეტიკური/ერთგენიანი დეფექტები). ინტეგრირებული ანალიზის ფუნქციის მეშვეობით, PGT NGS-ით ახლა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ლაბორატორიისთვის.
დაახლოებით 48,5 მილიონი წყვილი ებრძვის უნაყოფობას მთელ მსოფლიოში (1), რაც ზრდის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას.. შედეგად, პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT) გახდა რუტინული კვლევა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურების დროს. ეს ინოვაციური გადაწყვეტები იძლევა სწრაფ შედეგებს, იმ სირთულეების გარეშე, რაც ტრადიციულად ახასიათებს გენეტიკური ანალიზს.
იხილეთ ვიდეო კომბინირებული PGT სამუშაო პროცესის შესახებ ›
პურიფიკაციის სისტემა KingFisher™ Presto
Thermo Scientific™ KingFisher™ Presto - წარმოადგენს ბიოლოგიური მასალის ავტომატური პურიფიკაციის სისტემას, რომლის მაღალი წარმადობა განპირობებულია პლანშეტებზე რეაგენტების ავტომატური განაწილების სისტემით. KingFisher - ის დახვეწილი, მაგნიტურ-ბიდებზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით, KingFisher Presto გვთავაზობს მაღალ წარმადობას და ხარისხიან შედეგებს როგორც სამიზნე ნუკლეინის მჟავების, ასევე ცილების ექსტრაციის შემთხვევაში. მიღებული დნმ/რნმ/ცილის ნიმუშები შემდგომ ეტაპზე შესაძელებლია გამოყენებულ იქნას ბიოფარმაცევტულ, ცილების და სხვა კვლევით ექსპერიმენტებში.
მახასიათებლები:
96 ან 24 ნიმუშის ექსტრაქცია ერთდროულად;
მოცულობების დიაპაზონი 50-5000μL;
ავტომატური პლატფორმის მინიმალური ზომა;
ნიმუშების გაცხელების შესაძლებლობა გაუმჯობესებული წარმადობისთვის;
მარტივად დაკავშირების შესაძლებლობა ნიმუშების დამუშავების რამოდენიმე ტიპის ავტომატურ სისტემებთან;
მოქნილი სისტემა ფართო სპექტრის აპლიკაციებისთვის.
პჯრ – აქსესუარები
საკვების ტესტირება
საკვებში არსებული პათოგენები
სურსათის წარმოების, შენახვისა და ვაჭრობის სწრაფი და საიმედო მონიტორინგი აუცილებელია საკვებით გადამდები პათოგენების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
1. Salmonella species
1.1 SureTect™ Salmonella Species PCR Assay
კატალოგის ნომერი: PT0100A
რეაქციების რაოდენობა : 96 ტესტი
აღწერა: სალმონელას სახეობების აღმოჩენა საკვებისა და გარემოს ნიმუშებში Thermo Scientific™ SureTect™ Salmonella Species PCR ანალიზით, რომელიც შეიცავს ოპტიმიზირებულ პრაიმერებსა და ზონდის კომპონენტებს სალმონელას სახეობების მაღალსპეციფიური დეტექციისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/PT0100A?SID=srch-hj-PT0100A
1.2 MicroSEQ™ Salmonella spp. Detection Kit
კატალოგის ნომერი: 4403930
რეაქციების რაოდენობა : 96 ტესტი
აღწერა: MicroSEQ™ Salmonella spp. Detection Kit აღმოაჩენს Salmonella spp. დიდი სიზუსტით და სწრაფით საკვების ნიმუშებში. ანალიზი იყენებს პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (PCR) უნიკალური მიკროორგანიზმის სპეციფიური დნმ-ის სამიზნე თანმიმდევრობის ამპლიფიცირებისთვის ხოლო TaqMan™ ზონდს ამავე თანმიმდევრობის დეტექციისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/4403930?SID=srch-hj-4403930
2. Salmonella spp., Typhimurium, Enteritidis
2.1 RapidFinder™ Salmonella Species, Typhimurium and Enteritidis Multiplex PCR Kits
კატალოგის ნომერი: A33227
რეაქციების რაოდენობა : 96 ტესტი
აღწერა: სალმონელას სახეობების, Salmonella ser. Typhimurium, Salmonella ser. Enteritidis დეტექცია და დიფერენცირება Thermo Scientific™ RapidFinder™ Salmonella Species, Typhimurium და Enteritidis Multiplex PCR ნაკრების საშუალებით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/A33227?SID=srch-hj-A33227
2.2 RapidFinder™ Salmonella Species, Typhimurium and Enteritidis Multiplex PCR Kits
კატალოგის ნომერი: A33227KF
რეაქციების რაოდენობა : 96 ტესტი
აღწერა: სალმონელას სახეობების, Salmonella ser. Typhimurium, Salmonella ser. Enteritidis დეტექცია და დიფერენცირება Thermo Scientific™ RapidFinder™ Salmonella Species, Typhimurium და Enteritidis Multiplex PCR ნაკრების საშუალებით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/A33227KF?SID=srch-hj-A33227KF
3. Listeria monocytogenes
3.1 SureTect™ Listeria monocytogenes PCR Assay
კატალოგის ნომერი: PT0300A
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: Listeria monocytogenes დეტექცია საკვებში Thermo Scientific™ SureTect™ Listeria monocytogenes PCR ანალიზით, რომელიც შეიცავს ოპტიმიზებულ პრაიმერებს და ზონდის კომპონენტებს L. monocytogenes-ის მაღალსპეციფიური დეტექციისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/PT0300A?SID=srch-hj-PT0300A
3.2 MicroSEQ™ Listeria monocytogenes Detection Kit
კატალოგის ნომერი: 4403874
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: MicroSEQ™ Listeria monocytogenes Detection Kit აღმოაჩენს Listeria monocytogenes-ს დიდი სიზუსტით და სწრაფით საკვების ნიმუშებში. ანალიზი იყენებს პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (PCR) უნიკალური მიკროორგანიზმის სპეციფიური დნმ-ის სამიზნე თანმიმდევრობის ამპლიფიკაციისთვის, ხოლო TaqMan™ ზონდს ამავე თანმიმდევრობის დეტექციისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/4403874?SID=srch-hj-4403874
4. Listeria species
4.1 SureTect™ Listeria Species PCR Assay
კატალოგის ნომერი: PT0200A
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: Listeria monocytogenes დეტექცია საკვებში Thermo Scientific™ SureTect™ Listeria Species PCR ანალიზით, რომელიც შეიცავს ოპტიმიზებულ პრაიმერებს და ზონდის კომპონენტებს Listeria-ს სახეობების მაღალსპეციფიური დეტექციისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/PT0200A?SID=srch-hj-PT0200A
4.2 MicroSEQ™ Listeria spp. Detection Kit
კატალოგის ნომერი: 4427410
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: MicroSEQ™ Listeria spp. Detection Kit ნაკრები აიდენტიფიცირებს Listeria-ს საკვებისა და გარემოს ნიმუშებში ანალიზი იყენებს პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (PCR) უნიკალური მიკროორგანიზმის სპეციფიური დნმ-ის სამიზნე თანმიმდევრობის ამპლიფიცირებისთვის, ხოლო TaqMan™ ზონდს ამავე თანმიმდევრობის დეტექციისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/4427410?SID=srch-hj-4427410
5. Escherichia coli
5.1 SureTect™ E. coli O157:H7 PCR Assay
კატალოგის ნომერი: PT0400A
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: SureTect™ E. coli O157:H7 PCR ნაკრები ახდენს E. coli O157:H7-ის სწრაფ და ზუსტ დეტექციას.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/PT0400A?SID=srch-hj-PT0400A
5.2 MicroSEQ™ E. coli O157:H7 Detection Kit
კატალოგის ნომერი: 4427409
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: MicroSEQ™ E. coli O157:H7 Detection Kit აიდენტიფიცირებს E. coli O157:H7 დიდი სიზუსტით და სისწრაფით საკვების ნიმუშებში. ანალიზი იყენებს პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (PCR) უნიკალური მიკროორგანიზმის სპეციფიკური დნმ-ის სამიზნე თანმიმდევრობის ამპლიფიცირებისთვის ხოლო TaqMan™ ზონდს ამავე თანმიმდევრობის გამოსავლენად.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/4427409?SID=srch-hj-4427409
5.3 TaqMan™ Escherichia coli spp Assay Beads
კატალოგის ნომერი: 4485039
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: TaqMan ™ ანალიზის ბიდები უზრუნველყოფენ მარტივ, საიმედო და სწრაფ მეთოდს კონკრეტული ბაქტერიული ან ვირუსული სამიზნის არსებობის დასადგენად. ანალიზი იყენებს პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (PCR) უნიკალური მიკროორგანიზმის სპეციფიური დნმ-ის სამიზნე თანმიმდევრობის ამპლიფიცირებისთვის და TaqMan™ ზონდს ამავე თანმიმდევრობის აღმოსაჩენად.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/4485039?SID=srch-hj-4485039
6. STEC (Serogroups: O157:H7, O26, O45, O103, O111, O121 and O145)
6.1 RapidFinder™ STEC Screening Assay
კატალოგის ნომერი: 4476886
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: RapidFinder™ STEC Screening ნაკრები აიდენტიფიცირებს Shiga ტოქსინის გამომწვევ E. coli (STEC) O157:H7 და Big 6 non-O157: H7 სეროჯგუფს (O26, O45, O103, O111, O121 და O145) საქონლის ხორცის სხვადასხვა პროდუქტში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/4476886?SID=srch-srp-4476886
6.2 SureTectTM Escherichia coli O157:H7 and STEC Screening PCR Assay
კატალოგის ნომერი: A44254
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: SureTectTM Escherichia coli O157:H7 and STEC Screening PCR Assay ნაკრები აიდენტიფიცირებს Shiga-ტოქსინის გამომწვევ Escherichia coli O157:H7 მრავალ გენეტიკურ სამიზნეს საკვებსა და გარემოს ნიმუშებში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/A44254?SID=srch-srp-A44254
7. STEC (Serogroups: O26, O45, O103, O111, O121 and O145)
7.1 SureTectTM Escherichia coli STEC Identification PCR Assay
კატალოგის ნომერი: A45330
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: SureTect™ Escherichia coli O157:H7 ნაკრები აიდენტიფიცირებს Shiga-ტოქსინის გამომწვევი Escherichia coli O157:H7 და სხვა STEC-ის მრავალი გენეტიკური სამიზნეს საკვებისა და გარემოს ნიმუშებში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) საშუალებით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/A45330?SID=srch-srp-A45330
8. Cronobacter species
8.1 SureTect™ Cronobacter Species PCR Assay
კატალოგის ნომერი: PT1060A
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: SureTect™ Cronobacter Species ნაკრები აიდენტიფიცირებს Cronobacter-ის სახეობებს გარემოს ნიმუშებსა და საბავშვო კვებისთვის განკუთვნილ ნედლეულში 20 საათზე ნაკლებ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) საშუალებით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/PT1060A?SID=srch-hj-PT1060A
9. Campylobacter jejuni, C. coli and C. lari
9.1 SureTectTM Campylobacter jejuni, C. coli and C. lari PCR Assay
კატალოგის ნომერი: A44251
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: SureTect™ Campylobacter jejuni, C. coli and C. lari PCR Assay ნაკრები მოკლე დროში გამოავლენს Campylobacter jejuni, C. coli და C. lari საკვებისა და გარემოს ნიმუშებში PCR ანალიზით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/A44251?SID=srch-hj-A44251
10. Staphylococcus aureus
10.1 SureTect™ Staphylococcus aureus PCR Assay
კატალოგის ნომერი: A44255
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: SureTect™ Staphylococcus aureus PCR Assay ნაკრები სწრაფად გამოავლენს Staphylococcus aureus საკვებისა და გარემოს ნიმუშებში PCR ანალიზით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/A44255?SID=srch-hj-A44255
11. Vibrio cholerae, V. parahaemolyticus and V. vulnificus
11.1 SureTectTM Vibrio cholerae, V. parahaemolyticus and V. vulnificus PCR Assay
კატალოგის ნომერი: A44253
რეაქციების რაოდენობა: 96 ტესტი
აღწერა: SureTectTM Vibrio cholerae, V. parahaemolyticus and V. vulnificus PCR Assay ნაკრები სწრაფად გამოავლენს Vibrio cholerae, V. parahaemolyticus და V. vulnificus საკვების ნიმუშებში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.thermofisher.com/order/catalog/product/A44253?SID=srch-hj-A44253
საყინულე 900 სერია – 86°C
ვერტიკალური ულტრა-დაბალი ტემპერატურის საყინულე - ფორმა™ 900 სერიები - 86°C
ძირითადი მახასიათებლები:
ცენტრალიზებული მიკროპროცესორის კონტროლით და მონიტორინგის სისტემით;
გაუმჯობესებული ტემპერატურის კონტროლი;
უნიკალური ორმაგი კარი ხშირად გამოყენებადი ნიმუშების შესანახად ზედა კამერაში, ხოლო ქვედა კამერა ხანგრძლივად შესანახი ნიმუშებისთვის;
კარი ინტეგრირებული საკეტით;
ოთხი შიდა კარი ცივი ჰაერის დანაკარგის შესამცირებლად და ტემპერატურის აღდგენის გასაუმჯობესებლად კარის დახურვის შემდეგ;
შიდა დეტალები - უჟანგავი მეტალი.