Shop
ელემენტური ანალიზი
ICP-OES
ოპტიკური ემისიის სპექტრომეტრები ინდუქციურად დაწყვილებული პლაზმით სწრაფი და ზუსტი ელემენტარული ანალიზისთვის, დიდი რაოდენობით აპლიკაციებში. სპექტრომეტრები აღჭურვილია სწრაფი გაშვების ტექნოლოგიებით და ინტუიციური პროგრამული უზრუნველყოფი. შეუძლია მრავალი ელემენტის გამოვლენა მაღალი სიჩქარით.
iCAP™ PRO ICP-OES
გააფართოვეთ თქვენი ანალიტიკური შესაძლებლობები ამ სრული მიკროელემენტური ანალიზის გადაწყვეტილებით, მაღალი გამტარუნარიანობის ლაბორატორიისთვის. მომხმარებლისგან შთაგონებული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა გაერთიანებულია Thermo Scientific™ iCAP™ RQ ICP-MS-ში, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური პროდუქტიულობა, გამძლეობა და გამოყენების სიმარტივე.

გააფართოვეთ თქვენი ანალიტიკური შესაძლებლობები ამ სრული მიკროელემენტური ანალიზის გადაწყვეტილებით, მაღალი გამტარუნარიანობის ლაბორატორიისთვის. მომხმარებლისგან შთაგონებული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა გაერთიანებულია Thermo Scientific™ iCAP™ RQ ICP-MS-ში, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური პროდუქტიულობა, გამძლეობა და გამოყენების სიმარტივე. ვორტექსი V-1 plus
თერმოციკლერი SimpliAmp™
კატალოგის ნომერი: A24811
აღწერა:
თერმოციკლერი SimpliAmp™ არის მცირე ზომის, ადვილად გამოსაყენებელი თერმოციკლერი, რომელიც ერგება ნებისმიერი ლაბორატორიის მოთხოვნებს, პჯრ მეთოდით რუტინული მუშაობისთვის.
აპარატი მაქსიმალურად ამართლებს მომხმარებლის მოლოდინს, როგორც ნებისმიერი Applied Biosystem - ის ინსტრუმენტი.
SimpliAmp ელეგანტურ დიზაინთან ერთად, აღჭურვილია ინოვაციური თერმული სახურავით და დიდი ზომის LCD ფერადი სენსორული ეკრანით.
ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები:
VeriFlex™ ბლოკი რეაქციის ტემპერატურის მაღალი სიზუსტით ოპტიმიზაციისთვის - VeriFlex ბლოკები გვთავაზობს 3 დამოუკიდებელ ტემპერატურულ ზონას, რაც პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტემპერატურის მაქსიმალური კონტროლის საშუალებას ქმნის.
8-ინჩიანი სენსორული ეკრანი გვეხმარება დროის დაზოგვაში, ამარტივებს აპარატზე ოპერირებას ადვილად წაკითხვადი ინტერფეისით.
WiFi-ის დაკავშირების შესაძლებლობა დისტანციური მართვისთვის - აპარატის მოხერხებული მონიტორინგის შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან, მობილურის უფასო აპლიკაციით.
სახურავის მარტივი დიზაინი თქვენი ნიმუშების დასაცავად - ინოვაციური თერმული სახურავი წარმოადგენს მარტივად გამოსაყენებელ მოწყობილობას, რომელიც ნიმუშების დაცვას უზრუვნელყოფს. სახურავის ავტომატური გახსნის ფუნქცია, როდესაც არ არის სწორად დახურული, უზრუნველყოფს ნიმუშების დაცვას და რეაქციის უნაკლო მიმდინარეობას.
მონაცემთა მარტივი მართვა -USB პორტთან დაკავშრებით შეგვიძლია ჩვენი მონაცემების კოპირება და მათი შემდგომი გამოყენება.
თერმული პროტოკოლის მოდელირების შესაძლებლობა - თერმული პროტოკოლების ბიბლიოთეკა საშუალებას გვაძლებს გავუშვათ ექსპერიმენტი ძველი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც უკვე გამოვიყენეთ ამავე ან სხვა ინსტუმენტზე.
იზოთერმული® მაცივრიანი ინკუბატორი
იზოთერმული, მსოფლიო დონის ლაბორატორიული ინკუბატორები Esco-სგან
მახასიათებლები:
მაღალტექნოლოგიური, ინტუიტიური ინტერფეისი, მიკროპროცესორი PID პროგრამირების ფუნქციით, წინასწარი გახურების ტექნოლოგია, ორმაგი ავტომატური გამოყინვის სისტემა, ულტრაიისფერი დეზინფექცია, ზუსტად მორგებული, ტესტირებული სავენტილაციო სისტემა და იზოლირებული შეფუთვა.
ძირითადი მახასიათებლები:
წინასწარი გახურების ტექნოლოგია;
მიკროპროცესორი PID პროგრამირების ფუნქციით ;
ავტომატური გამოყინვის სისტემა;
ულტრაიისფერი დეზინფექცია;
კომპიუტერით კონტროლირებადი, Voyager პროგრამის მეშვეობით;
ხელმისაწვდომია შემდეგი ზომები: 110 ლ, 170 ლ და 240 ლ.
იონური ქრომატოგრაფია
იონური ქრომატოგრაფია არის მაღალეფექტური ქრომატოგრაფიული მეთოდის სახეობა იონური ბუნების ნივთიერებების ან იმ ნივთიერებების მრავალკომპონენტიანი ანალიზისთვის, რომლებსაც გარკვეულ პირობებში შეუძლიათ იონიზაცია. მეთოდი მთლიანობაში იმეორებს HPLC-ის იდეოლოგიას, თუმცა ის იყენებს დაბალი სიმძლავრის იონგაცვლის სვეტებს და განზავებულ ელუენტებს. სწორედ ეს განსაზღვრავს იმ უამრავ სისტემურ, მეთოდოლოგიურ და ინსტრუმენტულ განსხვავებას, რაც იონურ ქრომატოგრაფს სხვა მოწყობილობებთან შედარებით ახასიათებს.
თანამედროვე იონური ქრომატოგრაფი უნდა უზრუნველყოფდეს ანალიზის მაღალ სელექციურობას და მგრძნობელობას. ამავე დროს, უნდა იყოს საიმედო ნიმუშების ფართო სპექტრთან მუშაობისას, მათ შორის, აგრესიულ მედიასთან. ამიტომ, კომპანია Dionex, რომელიც იდგა იონური ქრომატოგრაფების, როგორც სერიული ანალიზის ხელსაწყოს შექმნის საწყისებზე, დიდ ყურადღებას უთმობს ამოცანების მთელ სპექტრს.
Thermo Fisher Scientific Dionex ICS-6000
Dionex ICS-6000 იონური ქრომატოგრაფიული სისტემა Thermo Fisher Scientific-ისგან.
Dionex ICS-6000 სისტემა მოწინავეა იონური ქრომატოგრაფის ხაზში Thermo Fisher Scientific. იგი შექმნილია იონური ქრომატოგრაფიის ყველა შესაძლო პრობლემის გადასაჭრელად, ძირითადი იონების მარტივი ანალიზიდან, ყველაზე რთული ნიმუშების ანალიზამდე.
ინსტრუმენტი იდეალური არჩევანია ნიმუშებისა და იონების ფართო სპექტრის გამოვლენისთვის, სტანდარტული იონების რუტინული ანალიზისთვის, კონკრეტული დამაბინძურებლების კვალის რაოდენობის განსაზღვრისთვის.
Dionex Aquion IC
Dionex Aquion IC სისტემა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს იონური ქრომატოგრაფიისთვის.
შექმნილია კომპაქტურ პლატფორმაზე დაბალი საოპერაციო ხარჯების შესანარჩუნებლად. იყენებს დადასტურებულ ტექნოლოგიას საიმედო შედეგების მისაღწევად.
შექმნილია ლაბორატორიებისთვის, რომლებიც აანალიზებენ სტანდარტულ ანიონებსა და კატიონებს გარემოს მონიტორინგისა და სასმელი წყლის ხარისხის ტესტირების პროცესში.
Dionex ICS-6000 იონური ქრომატოგრაფიული სისტემა Thermo Fisher Scientific-ისგან.
Dionex ICS-6000 სისტემა მოწინავეა იონური ქრომატოგრაფის ხაზში Thermo Fisher Scientific. იგი შექმნილია იონური ქრომატოგრაფიის ყველა შესაძლო პრობლემის გადასაჭრელად, ძირითადი იონების მარტივი ანალიზიდან, ყველაზე რთული ნიმუშების ანალიზამდე.
ინსტრუმენტი იდეალური არჩევანია ნიმუშებისა და იონების ფართო სპექტრის გამოვლენისთვის, სტანდარტული იონების რუტინული ანალიზისთვის, კონკრეტული დამაბინძურებლების კვალის რაოდენობის განსაზღვრისთვის.
Dionex Aquion IC
Dionex Aquion IC სისტემა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს იონური ქრომატოგრაფიისთვის.
შექმნილია კომპაქტურ პლატფორმაზე დაბალი საოპერაციო ხარჯების შესანარჩუნებლად. იყენებს დადასტურებულ ტექნოლოგიას საიმედო შედეგების მისაღწევად.
შექმნილია ლაბორატორიებისთვის, რომლებიც აანალიზებენ სტანდარტულ ანიონებსა და კატიონებს გარემოს მონიტორინგისა და სასმელი წყლის ხარისხის ტესტირების პროცესში. კომპიუტერული პროგრამები დნმ-მიკროჩიპებით ანალიზისთვის
კომპლექსური ანალიზის ნაკრები Oncomine™ v3C
კატალოგის ნომერი: A35806
Oncomine-ის ნაკრები v3 სრულყოფილი ანალიზისთვის, არის შემდეგი თაობის სექვენირების რეაგენტთა ნაკრები, რომელიც ახდენს SNV, CNV, გენთა შერწყმის, ინსერცია-დელეციების დეტექციას 161 უნიკალური გენიდან, რაც მეცნიერებს ეხმარება განახორციელონ პრეპარატების შესწავლა და სხვა კლინიკური კვლევითი პროგრამები. რეაგენტების ნაკრებში ბიბლიოთეკის მოსამზადებლად, გაერთიანიებულია პრაიმერების 4 კომპლექტი, დნმ-ის და რნმ-ის მატრიცების მულტიპლექსირებისთვის. მათი საშუალებით სექვენირების ბიბლიოთეკის მომზადება ხორციელდება ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინიზირებული (FFPE) სიმსივნური ქსოვილებიდან. ნაკრები ოპტიმიზებულია სექვენირებისთვის Ion S5 სისტემაზე, Ion 540 ჩიპის გამოყენებით, ამრიგად ერთ რეაქციაში ხდება 8 ნიმუშის (7 ნიმუშის და ერთი ნეგატივ-კონტოლის) სექვენირება. ონკომაინის მონაცემთა ბაზის კომპიუტერულ პროგრამასთან დაკავშირებისას, მკვლევარს საშუალება ეძლევა შექმნას რეპორტი, რომელშიც მოინიშნება შესაბამისი ბმულები, მითითებები საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინებიდან და უკვე არსებული კვლევებიდან.
ნაკრების ძირითადი მახასიათებლებია:
- 161 გენის ვარიანტების ანალიზი;
- დეტექცია: SNV, CNV, ქიმერული გენები, ინსერცია-დელეციები;
- უნაკლო შესრულება ნიმუშის ისეთი მცირე მოცულობიდან, როგორიცაა 40 ng ტოტალური ნუკლეინის მჟავები (დნმ/რნმ), რომლის გამოყოფა ხდება როგორც FFPE ნიმუშებიდან, ასევე წვრილი ნემსით ჩატარებული ბიოფსიის მასალიდან;
- შედეგების კონტროლი მოლეკულური სტანდარტების და კონტროლის საფუძველზე.
მიკრო-რნმ-ების პროფილირება მიკროჩიპების გამოყენებით
მცირე არამაკოდირებელი რნმ-ების (miRNA) ექსპრესიის ცვლილების შეფასება მეტად მნიშვნელოვანია განსხვავებულად ექსპრესირებული გენების აქტივაციაზე ბიოლოგიური პროცესების გავლენის შესაფასებლად. GeneChip™ miRNA - ტესტ-სისტემები ეფექტური საშუალებაა აღნიშნული მოლეკულების (miRNA, snoRNA და scaRNA) როლის შესასწავლად ისეთი კომპლექსური დაავადებებისას, როგორიცაა სიმსივნეები.
მიკროტალღური მინერალიზატორი
ელემენტული ანალიზის სწორი შედეგების მისაღწევად აუცილებელია სრული დამუშავება. 1988 წლიდან Milestone გთავაზობთ მიკროტალღურ სისტემებს შეუდარებელი სტაბილურობით, უსაფრთხოებითა და წარმადობით. ამ ათწლეულების გამოცდილებით შეიმუშავეს ყველაზე ინტელექტუალური და ძლიერი მიკროტალღური ინსტრუმენტი, რომელიც აპლიკაციების ფართო სპექტრს მოიცავს.
ETHOS UP
ETHOS UP მიკროტალღური სისტემა შესაფერისია როგორც მიკროტალღური მჟავების დამუშავებისთვის, ასევე მიკროტალღური ექსტრაქციისათვის. სისტემა აღჭურვილია ორი მაგნიტრონით, 950 ვატი სიმძლავრით და მბრუნავი დიფუზორით, რომელიც თანაბრად ანაწილებს მიკროტალღებს სამუშაო სივრცეში, რაც უზრუნველყოფს ნიმუშების სწრაფ გათბობას. EasyCONTROL პროგრამული უზრუნველყოფა ამცირებს მეთოდის შემუშავებას, ზრდის პროდუქტიულობას და აუმჯობესებს ეფექტურობას. ETHOS UP მიკროტალღური სისტემა მოიცავს ნიმუშების ფართო სპექტრს, რუტინულიდან უკიდურესად რთულ აპლიკაციებამდე, მათ შორის US EPA მეთოდს 3052 და US EPA-ს.
ETHOS UP მიკროტალღური სისტემა შესაფერისია როგორც მიკროტალღური მჟავების დამუშავებისთვის, ასევე მიკროტალღური ექსტრაქციისათვის. სისტემა აღჭურვილია ორი მაგნიტრონით, 950 ვატი სიმძლავრით და მბრუნავი დიფუზორით, რომელიც თანაბრად ანაწილებს მიკროტალღებს სამუშაო სივრცეში, რაც უზრუნველყოფს ნიმუშების სწრაფ გათბობას. EasyCONTROL პროგრამული უზრუნველყოფა ამცირებს მეთოდის შემუშავებას, ზრდის პროდუქტიულობას და აუმჯობესებს ეფექტურობას. ETHOS UP მიკროტალღური სისტემა მოიცავს ნიმუშების ფართო სპექტრს, რუტინულიდან უკიდურესად რთულ აპლიკაციებამდე, მათ შორის US EPA მეთოდს 3052 და US EPA-ს. მინი-ცენტრიფუგა/ვორტექსი Micro–Spin FV-2400
მინი-ცენტრიფუგა/ვორტექსი Micro–Spin FV-2400 არის სპეციალურად შექმნილი აპარატი გენეტიკური ინჟინერიის კვლევებისა და პჯრ-სადიაგნოსტიკო ექსპერიმენტებისთვის.
FV-2400 მიკრო-სპინის გამოყენება შესაძლებელია მიკრობიოლოგიურ, ბიოქიმიურ, კლინიკურ, ინდუსტრიულ და ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორიებში.
მიკრო-სპინი უზრუნველყოფს ნიმუშების ერთდროულ შერევას და სეპარაციას, ცენტრიფუგის და ვორტექსის ფუნქციების გამოყენებით.
FV-2400 არის “ღია ტიპის” ცენტრიფუგა (სახურავის გარეშე), რაც ზრდის ცენტრიფუგირების და რესუსპენდირების ჩატარების სისწრაფეს.
მონოგენური დარღვევები (PGT-M)
პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT), მონოგენური დარღვევები (PGT-M), რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ახალი მიღწევები შემდეგი თაობის სექვენირების (NGS) მეთოდებში გვაძლევენ მარტივ, მასშტაბირებად და ინოვაციურ გადაწყვეტებს PGT-A (ანეუპლოიდი) და PGT-M კველვებისთვის(მონოგენეტიკური/ერთგენიანი დეფექტები). ინტეგრირებული ანალიზის ფუნქციის მეშვეობით, PGT NGS-ით ახლა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ლაბორატორიისთვის.
დაახლოებით 48,5 მილიონი წყვილი ებრძვის უნაყოფობას მთელ მსოფლიოში (1), რაც ზრდის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას.. შედეგად, პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT) გახდა რუტინული კვლევა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურების დროს. ეს ინოვაციური გადაწყვეტები იძლევა სწრაფ შედეგებს, იმ სირთულეების გარეშე, რაც ტრადიციულად ახასიათებს გენეტიკური ანალიზს.
იხილეთ ვიდეო კომბინირებული PGT სამუშაო პროცესის შესახებ ›
მულტიპლექსური NGS-გენოტიპირება
ჩვენ მიერ შემოთავაზებული AllType™ სადიაგნოსტიკო ნაკრები გთავაზობთ შემდეგი თაობის სექვენირებისთვის საჭირო რეაქტივების სრულ შემადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ერთ სინჯარაში I და II კლასის თერთმეტივე ლოკუსის ამფლიპიკაციას, რაც მთლიანად აშორებს ამპლიკონის ხელოვნურად გაერთიანების (pooling) საჭიროებას. ნიმუშები გადაეცემა უშუალოდ ბიბლიოთეკას და მზადაა სექვენირებისათვის ერთ სამუშაო დღეში. სექვენირების მონაცემთა ანალიზი და ალელური თანმიმდევრობებისთვის კუთვნილების მინიჭების პროცესი ავტომატურად ხორციელდება და გენერირდება TypeStream™ ვიზუალური NGS ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ. საბოლოო შედეგები მიიღება სამ დღეზე ნაკლებ დროში.