Showing 265–276 of 324 results

VeritiPro Thermal Cycler ადამიანის იდენტიფიკაციისთვის

Thermo Fisher Scientific სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო დნმ-ის ანალიზის გადაწყვეტილებებს. აირჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენეტიკური ანალიზატორები იმისათვის რომ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენი ნიმუშებიდან. Applied Biosystems VeritiPro Thermal CyclerHID-ისთვის ტემპერატურული კონტროლის მოწინავე ტექნოლოგიით უზრუნველყოფს მაღალი დონის ეფექტურობას და სარწმუნოებას. მისი ვალიდაცია შესრულდა Scientific Working Group on DNA Analysis Methods (SWGDAM) მიხედვით Applied Biosystems STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებებით და Precision ID NGS პანელებით.

Veriti™ 60 – თერმოციკლერი


კატალოგის ნომერი: 4384638 Applied Biosystems®-ის Veriti® 60-ფოსოიანი ბლოკის მქონე თერმოციკლერი (0.5 მლ) იძლევა სანდო მონაცემებს, დიდ სარეაქციო მოცულობებზე მუშაობის და ექსპერიმენტის მართვის შესაძლებლობებს, რომლებიც იდეალურად შეესაბამება ნებისმიერი კვლევის საჭიროებებს. ძირითადი მახასიათებლები: -მარტივად გამოსაყენებელი ფერადი სენსორული ეკრანი; -პროტოკოლების გადატანის საშუალება USB-პორტის საშუალებით; -12 თერმოციკლერის ერთმანეთთან დაკავშირების და მართვის შესაძლებლობა; -დიდი მოცულობის მქონე პროტოკოლები - Veriti® 60-ფოსოიანი თერმოციკლერით შესაძლებელია ექსპერიმენტი შესრულდეს დიდი მოცულობის სარეაქციო არეების გამოყენების პირობებში, 0.5 მლ-იანი ბლოკის საშუალებით.

Vibrio spp. (Vib)

ჩვენ გთავაზობთ Vibrio spp. (Vib) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით.

Yersinia enterocolitica (Yer)

ჩვენ გთავაზობთ Yersinia enterocolitica (Yer) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით.

YFiler Plus PCR ამპლიფიკაციის ნაკრები

სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახლალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის. კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific-ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს. Y-STR ანალიზი ფოკუსირებულია Y ქრომოსომაზე არსებულ STR მარკერებზე. სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებისთვის, Y-STR-ების ყველაზე გავრცელებული გამოყენებაა ისეთ კრიმინალურ საქმეებში, როგორიცაა სექსუალური ძალადობა. სადაც მტკიცებულებათა ნიმუშების კვლევა რთულია ტრადიციული აუტოსომური STR ანალიზით, რის მიზეზსაც წარმოადგენს ქალის დნმ-ის მაღალ ფონზე არსებული მამრობითი დნმ-ის დაბალი რაოდენობა. Yfiler Plus ნაკრები დამტკიცებულია დნმ-ის პროფილირებაზე მომუშავე ლაბორატორიებში გამოსაყენებლად, და აშშ-ს ეროვნული დნმ ინდექსის სისტემაში (NDIS) CODIS მონაცემთა ბაზაში შესატანად.

აგრიგენომიკური კვლევები მიკრო-ჩიპების და GBS-გამოყენებით

Affymetrix-ის აგროგენომიკური გენოტიპირების საშუალებები სელექციონერებს და მკვლევარებს სთავაზობს ეფექტურ და მოქნილ გენოტიპირებას ხელსაყრელ ფასად. აღნიშნული პროდუქცია საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მცენარეთა და ცხოველთა იდენტიფიცირება, ვალიდაცია, სკრინინგი და კომპლექსური გენეტიკური კვლევა. Affymetrix-ის აგროგენომიკური პორტფოლიო ხასიათდება მაღალი წარმადობით და მასშტაბურობით გენომის მომცველი კვლევების ჩასატარებლად. მიღებული შედეგები გვაძლევს ინფორმაციას ლოკუსების შესახებ პროცენტული გამოსახულებით, რომელთა დამუშავება შემდგომ ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით.

ადამიანის გენოტიპირება, ფარმაკოგენომიკა და მიკრობიომების კვლევა მიკროჩიპების გამოყენებით

Axiom - გენოტიპირების სისტემა არის პლატფორმა დიდი მასშტაბის გენოტიპირების კვლევებისთვის და ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით, მათ შორის:

სამედიცინო კვლევები მაღალი სიზუსტით

ფართო სპექტრის შესაძლებლობების მქონე, პოპულაციურ კვლევებზე ორიენტირებული ტესტ-სისტემა ხასიათდება მაქსიმალური სიზუსტით სამედიცინო მნიშვნელობის კვლევებისას; მასშტაბურ გენომურ კვლევებზე გათვლილი სისტემა მოიცავს კლინიკურად ინფორმატიულ მარკერებს; გენეტიკასა და დაავადებათა განვითარებას შორის კავშირის დადგენის შესაძლებლობა.

ანალიზი დნმ – მიკროჩიპებით

Thermo Fisher Scientific – ის მიერ შემოთავაზებული Affymetrix™ – ის პროდუქცია, ხელსაწყოები და რესურსები მკვლევარებს საშუალებას აძლევს მიკრო ჩიპების საშუალებით განახორციელონ მრავალმხრივი კვლევები. აღნიშნული მიმართულების გამოყენების სფეროები მოიცავს მცენარეთა და ცხოველთა გენომიკას და ტრანსკრიპტომიკას, მათ შორის საბაზისო კვლევებს და ტექნელოგიათა ინდუსტრიულ გამოყენებას მეცხოველეობის, პოპულაციური ანალიზის, კონსერვაციის და სხვა მიმართულებებით.

Affymetrix - ის პროდუციის გამოყენებით შესაძლებელია სამეცნიერო კვლევითი ექსპერიმენტების განხორციელება სიმსივნური პროცესების შესასწავლად, ასევე კლინიკური კვლევებისა და ვალიდაციების განხორციელება, მათ შორის სიმსივნური პროცესების ციტოგენეტიკური კვლევები. Affymetrix - ის მიკროჩიპების ოპტიმიზაცია კონკრეტული მიზნებისთვის, საშუალებას იძლევა შესრულდეს ადამიანის გენომის კვლევები პოპულაციურ დონეზე.

ანტისხეულები

მოძებნეთ ათასობით პირველადი და მეორადი ანტისხეულები, აქსესუარები და ინდივიდზე მორგებული სერვისები.

ანტისხეულების დეტექცია


ჩვენი ინტეგრირებული რეაქტივების კოლექცია საშუალებას იძლევა განისაზღვროს ანტისხეულების პროფილები და ანტისხეულების ფართო სპექტრი, რათა მოგცეთ ძლიერი, საიმედო PRA სკრინინგის შედეგები. LABscreen™ ბიდებზე დაფუძნებული მულტიპლექსური ანალიზი PRA სკრინინგისთვის ჩვენ გთავაზობთ როგორც HLA ანტისხეულების სკრინინგის ლიდერის, One Lambda ანალიზების ფართო სპექტრს დაბალი და მაღალი გარჩევადობის გამოვლენისთვის. LABScreen პროდუქციის ხაზის რეაგენტები იყენებს Luminex® xMAP® ტექნოლოგიას - მიკრბიდების პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ანტისხეულების მულტიპლექსური ანალიზისთვის მაღალი PRA-ს მქონე პაციენტებში. ეს ერთეულ ანტიგენზე დაფუძნებული ანალიზები საშუალებას იძლევა ზუსტად განსაზღვრონ ანტისხეულების პროფილები HLA, MICA ან HNA წინააღმდეგ. LABScreen ანალიზები იძლევა სანდო შედეგებს, თანმიმდევრულობასა და მაღალ მგრძნობელობას ითვლება ოქროს სტანდარტად HLA ანტისხეულების გამოვლენაში.

არა-მწებარე, RNase-თავისუფალი მიკროფუგის ტუბები, 0.5 მლ

კატალოგის ნომერი: AM12350 RNase- და DNase-თავისუფალი მიკროცენტრიფუგის ტუბები არამწერბარე (low-binding) კედლების ზედაპირით განკუთვლინია დნმ/რნმ ნიმუშებისთვის. სინჯარები გრადუირებული კედლით მდგრადია ტემპერატურის ფართო დიაპაზონზე -90°C-დან +120°C-მდე.  

არა-მწებარე, RNase-თავისუფალი მიკროფუგის ტუბები, 1.5 მლ

კატალოგის ნომერი: AM12450 RNase- და DNase-თავისუფალი მიკროცენტრიფუგის ტუბები არამწერბარე (low-binding) კედლების ზედაპირით განკუთვლინია დნმ/რნმ ნიმუშებისთვის. სინჯარები გრადუირებული კედლით მდგრადია ტემპერატურის ფართო დიაპაზონზე -90°C-დან +120°C-მდე.