Shop
Airstream® Gen 3 ლამინარული სუფთა კამერა ჰაერის ნაკადით, ჰორიზონტალური (მინის გვერდითი კედლებით)
Esco Airstream ჰორიზონტალური ლამინარული კამერა აერთიანებს უახლეს ლამინარულ გამდინარე ტექნოლოგიას და ინოვაციურ სიახლეებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს მომხმარებლის, ნიმუშის და გარემოს დაცვას.
აღნიშნული მოწყობილობა მომხმარებელს სთავაზობს მთელ რიგ უპირატესობებს. ლამინარული ბოქსის შემადგენლობაში არსებული ISO - ს მე-3 კლასის სამუშაო ზონა ხასიათდება 10-ჯერადი ეფექტურობით მისი HEPA ფილტრების საშუალებით.
ძირითადი უპირატესობები:
ISO 3 -ე კლასის სამუშაო ზონა;
ენერგოეფექტურობა;
დახვეწილი ჰაერის დინების მაჩვენებლები;
კაბინის არის სპეციფიკაციები მაქსიმალურად შეესაბამება მომხმარებლის საჭიროებებს.
AllType™ FASTplex™ NGS ანალიზი
მაღალი გარჩევადობის გენოტიპირების AllType FASTplex NGS ანალიზი აერთიანებს მულტიპლექსურობას PCR-ის სამუშაო პროცესის სიმარტივესთან, რაც გამორიცხავს ტრადიციული მეთოდებით საჭირო პიპეტირების, გაწმენდისა და რაოდენობრივი ეტაპების უმეტესობას. ამპლიკონების ერთ სინჯარაში პირველი საათის განმავლობაში გაერთიანებით, ე.წ. ბიბლიოთეკები შეიძლება მომზადდეს თანმიმდევრობისთვის 3,5 საათზე ნაკლებ დროში მინიმალური ხელით სამუშაო.
გენის დაფარვა AllType FASTplex NGS ანალიზისთვის
AmpFℓSTR Identifiler Plus PCR ამპლიფიკაციის ნაკრები
სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახლალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის.
კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific-ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს.
AmpFℓSTR Identifiler Plus ამპლიფიკაციის ნაკრები სასამართლო ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს აღადგინონ უფრო მეტად ინტერპრეტირებადი შედეგები ფართო დიაპაზონის დნმ-ის ნიმუშებიდან მეტი სიზუსტით.
Attune NxT ციტომეტრი
2020 წლის Attune NxT Flow Cytometer-მა გააფართოვა ფუნქციები თქვენი კვლევის წინსვლისთვის. შექმნილი და შემუშავებული გამდინარე ციტომეტრიასთან დაკავშირებული საერთო ბარიერების მოსაშორებლად, Attune NxT Flow Cytometer-ის ევოლუციური შესაძლებლობები გთავაზობთ ოპტიკურ კონფიგურაციის ადაპტირებულ ვარიანტებს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმალური სარგებლობა თქვენი მრავალფეროვანი ანალიზისგან.
-ახალი CytKick და CytKick Max ავტოსამპლერი — მეტი ეფექტურობა მაღალი გამტარუნარიანობის ანალიზისთვის
-ახალი 21 CFR ნაწილი 11 თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა რეგულირებადი ლაბორატორიებისთვის Windows 10 ოპერაციულ სისტემაზე
-გაუმჯობესებული სამუშაო პროცესი გაშვებული პროტოკოლისა და ინსტრუმენტის პარამეტრების მართვისთვის
სწრაფი ნაკადი
აკუსტიკური ფოკუსირების ტექნოლოგიის ინოვაციური კომბინაცია ტრადიციულ ჰიდროდინამიკურ ფოკუსირებასთან ერთად იწვევს შეძენის სიჩქარეს 10-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა გამდინარე ციტომეტრები. ეს ტექნოლოგია ამცირებს შედეგების მისაღებად საჭირო დროს.
-რეალური 35000 უჯრედი/წმ (+10% დამთხვევის კოეფიციენტები)
-მაქსიმალური ელექტრონული სიჩქარე 65000 უჯრედი/წმ
-მცირე ან შეზღუდული ნიმუშების ანალიზი უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე
-ეფექტური ტრადიციული ტიპის ხანგრძლივი ანალიზი
Attune NxT გამდინარე ციტომეტრი იდეალურია იმუნოფენოტიპის და სიგნალინგის კვლევებისთვის, უჯრედული ციკლის ანალიზისთვის, იშვიათი უჯრედების გამოვლენისთვის, ღეროვანი უჯრედების ანალიზისთვის, კიბოსა და აპოპტოზის კვლევებისთვის, მიკრობიოლოგიური გამოკვლევებისთვის და სხვა.
მოერგება თქვენს ლაბორატორიას დღეს და მომავალში
ინსტრუმენტის მოდულური დიზაინი უზრუნველყოფს მოქნილობას, რათა დააკმაყოფილოს მომავალი შესაძლებლობების საჭიროებები სხვადასხვა განახლების ვარიანტებით. შეიძინეთ ის, რაც გჭირდებათ ახლა და მარტივად განაახლეთ მოგვიანებით. ინსტრუმენტის მცირე ზომა იკავებს მინიმალურ ადგილს კარადაზე, შესაძლებელია უჯრედული კულტურის ბოქსში გამოყენების საშუალებასაც კი.
-მოქნილობა-1-დან 4-მდე ლაზერი, 14 ფერი და 16 პარამეტრი
-ველის განახლება— აირჩიეთ დამატებითი ლაზერების დამატება, როცა გადაწყვეტთ
-კონფიგურირებადი ფილტრები გაფართოებული ფლუოროქრომული არჩევანისთვის
დაარეგულირეთ თქვენი მონაცემები
Attune NxT გამდინარე ციტომეტრი ადვილად ძლევს ნიმუშების უმეტესობას კარდიომიოციტების ჩათვლით. ინსტრუმენტი აღწურვილია ბლოკირებისადმი მდგრადი ინჯექტორული სისტემით, რათა ნიმუშზე იმოქმედოს75 psi-მდე ძალით.
-მოქნილობა სინჯის კონცენტრაციებში და ნიმუშის ტიპებში
-დროში გაწელილი გარეცხვების საფეხურების აღმოფხვრა No-Wash, No-Lyse ნაკრებით
-განზავებული ნიმუშების ანალიზი, მათ შორის CSF, ღეროვანი უჯრედები, თაგვის ძვლის ტვინი, თაგვის სისხლი და ნემსის ასპირატები
-ნიმუშების დიდი მოცულობის მიღება მინიმალურ დროში
Attune™ CytPix™ გამდინარე ციტომეტრი
Attune CytPix გამდინარე ციტომეტრი აერთიანებს სინათლის მიკროსკოპიის გამოსახულებებს მაღალი მგრძნობელობითა და სიზუსტით გამდინარე ციტომეტრიის პარალელურად და მარტივი გამოსაყენებელია ნებისმიერ გამოცდილების მქონე მეცნიერისთვის. შექმნილია და დამზადებულია Attune ოჯახის აქსესუარების ასორტიმენტთან მუშაობისთვის, Attune CytPix გამდინარე ციტომეტრი გთავაზობთ მრავალფეროვან ოპტიკური კონფიგურაციის ვარიანტებს თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ თქვენი მრავალფეროვანი ანალიზი სურათების დამატებით, ნიმუშების ხარისხის კონტროლისთვის და მონაცემთა ანალიზი.
სწრაფი გამდინარე ციტომეტრია და მიკროსკოპია
აკუსტიკური ფოკუსირების ტექნოლოგიის ინოვაციური კომბინაცია ტრადიციულ ჰიდროდინამიკურ ფოკუსირებასთან ერთად იწვევს ნაკადის მონაცემების მიღებას 10-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა გამდინარე ციტომეტრები. გარდა ამისა, აკუსტიკური ფოკუსირება ათავსებს უჯრედებს მაღალსიჩქარიანი კამერის ფოკალურ სიბრტყესთან უფრო ახლოს, რაც ნიშნავს, რომ არ არის საჭირო კომპრომისი ნაკადის სიჩქარეზე ტრადიციული გამდინარე ციტომეტრიის მონაცემთა ნაკრების შეძენისას. ეს ხელს უწყობს შედეგის მიღების დროის შემცირებას.
Attune CytPix გამდინარე ციტომეტრის მახასიათებლები მოიცავს:
-გამდინარე ციტომეტრიის მონაცემების 35000 მუჯრედი/წმ (+10% დამთხვევის სიხშირე)
-მაქსიმალური ელექტრონული სიჩქარე 65000 უჯრედი/წმ გამდინარე ციტომეტრიის მონაცემების დასაფიქსირებლად
-5000-მდე უჯრედი/წმ-მდე გამოსახულების გადაღება სურათის ჩარჩოს ზომის მიხედვით
-გაიგებთ მეტს თქვენი უჯრედების ხარისხის შესახებ გაუმჯობესებული მონაცემებით
-მცირე ან შეზღუდული ნიმუშების სწრაფად გაანალიზება
-ეფექტური ტრადიციული ტიპის ხანგრძლივი ანალიზი
Attune CytPix გამდინარე ციტომეტრი იდეალურია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მაღალი ხარისხის გამდინარე ციტომეტრიის მონაცემებით, უჯრედების მორფოლოგიის, უჯრედების ჯანმრთელობისა და მთლიანი ნიმუშის ხარისხის შესახებ ღრმა, უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.
მოერგება თქვენს ლაბორატორიას დღეს და მომავალში
ინსტრუმენტის მოდულური დიზაინი უზრუნველყოფს მოქნილობას, რათა დაეხმაროს მომავალში თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილებას სხვადასხვა განახლების ვარიანტით. შეიძინეთ ის, რაც გჭირდებათ ახლა და მარტივად განაახლეთ მოგვიანებით. ინსტრუმენტის მცირე ზომა მოითხოვს კარადაზე მინიმალურ ადგილს და საშუალებას იძლევა გამოიყენოს უჯრედული კულტურის ბიოუსაფრთხოების გამწოვშიც.
-მოქნილი-2-დან 4-მდე ლაზერი, 14 ფერი და 16 პარამეტრი
-ველის განახლებადობა — აირჩიეთ და დაამატეთ ლაზერები როცა გადაწყვეტთ
-კონფიგურირებადი ფილტრები გაფართოებული ფლოუროქორმული არჩევანისთვის
დაარეგულირეთ თქვენი მონაცემები
Attune CytPix გამდინარე ციტომეტრი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნიმუშების უმეტესობაზე, კარდიომიოციტების ჩათვლით, ადვილად გასაანალიზებელია. ინსტრუმენტი აღჭურვილია ბლოკირებისადმი მდგრადი ინჯექტორული სისტემით, რათა ნიმუშზე იმოქმედოს 75 psi-მდე ძალით.
-კომბინირებული გამოსახულების და გამდინარე ციტომეტრიის მონაცემების მიღება არსებული პროტოკოლების საშუალებით
-მოქნილობა სინჯის კონცენტრაციებში და ნიმუშის ტიპებში
-დროში გაწელილი გარეცხვების საფეხურების აღმოფხვრა No-Wash, No-Lyse ნაკრებით
-განზავებული ნიმუშების ანალიზი, მათ შორის CSF, ღეროვანი უჯრედები, თაგვის ძვლის ტვინი, თაგვის სისხლი, ნემსის ასპირატები და სხვა იშვიათი უჯრედული ნიმუშის ტიპები
-ნიმუშების დიდი მოცულობის მიღება მინიმალურ დროში
AutoMate Express Forensic DNA Extraction სისტემა
სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიმუშის ტიპს დასამუშავებლად, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მოიპოვება, ასევე როგორც წესი გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ან შეიცავენ PCR ინჰიბიტორებს. სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშიდან გამოყოფილი გენომური დნმ-ის რაოდენობა და ხარისხი პირდაპირპროპორციულია შემდგომი ანალიზის წარმატების.
Thermo Fisher Scientific გთავაზობთ რიგ კომპლექსურ გადაწყვეტებს სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშების მომზადებისთვის და ექსტრაქციისთვის, მათ შორის AutoMate Express Forensic დნმ-ის ექსტრაქციის სისტემას, HID NIMBUS Presto სისტემას, PrepFiler და PrepFiler BTA ავტომატიზირებული დნმ-ისექსტრაქციის ნაკრებებს, (CPA) ინსტრუმენტებს და Prep-n-Go Buffer-ს.
Applied Biosystems AutoMate Express სისტემა წარმოადგენს ადვილად გამოსაყენებელ ხელსაწყოს, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას პატარა დატვირთვით მომუშავე ლაბორატორიებისთვის. იგი იყენებს PrepFiler Express-ს და PrepFiler Express BTA-ს (ძვალი, კბილი და ადჰეზიური) რეაგენტებს, რომლებიც შეფუთულია წინასწარ შევსებულ დალუქულ კარტრიჯებში. AutoMate Express გთავაზობთ ელუციის მოცულობას 20-დან 250 μL-მდე რაც მაქსიმალურად ზრდის ინტერპრეტირებად STR პროფილის მიღების შანსს.
Barnstead™ LabTower™ TII Water Purification System
ბაქტერიების შეკავება 99%
გამტარობა 0.1-დან 1.0μS/სმ-მდე
აღწერა Barnstead LabTower TII 60 3 ლ/წთ ტუმბოთი
ბაქტერიული შემცველობა 1.5 ლ/წთ.
კვების წყლის კონექტორი 3/4 დიუმი NPT
საკვების წყლის მონიტორინგი No
წყლის წყაროს ონკანი
ნაკადის სიჩქარე 1.5 ლ/წთ.
პროდუქტის წყლის ტიპი 2
წინაღობა 10-დან 1 Mohm.cm
TOC მონიტორი UV ინტენსივობის მონიტორინგით No
ტიპის წყლის გამწმენდი სისტემა
ოპერაციული წნევა 2-დან 6 ბარამდე
ნაწილაკები >0.2 μM/მლ <1
გამჟღავნების მოქმედება 60 ლ/სთ. 15°C-ზე
ტემპერატურის დიაპაზონი (მეტრული) 2°C-დან 35°C-მდე
სიგანე (მეტრული) 450 მმ
სიმაღლე (მეტრული) 1500 მმ
სიღრმე (მეტრული) 580 მმ
წმინდა წონა (მეტრული) 66 კგ
ელექტრული მოთხოვნები 230 V 50 Hz
ძაბვა 230 ვ
სიხშირე 50 ჰც