Shop
E1-ClipTip™ Bluetooth™ ელექტრონული მრავალარხიანი პიპეტები ბლუთუსით
გაუმჯობესებული, მრავალმხრივი და კონფიგურაციის ცვლილების შესაძლებლობების მქონე Thermo Scientific™ E1-ClipTip™ ელექტრონული მრავალარხიანი პიპეტების საშუალებით შესაძლებელია როგორც 96-, ასევე 384- ფოსოიან ფლეითებზე პიპეტირების ავტომატიზება.
პიპეტების სიზუსტე და უსაფრთხოება დაცულია Thermo Scientific™ ClipTip™ ტექნოლოგიით. პიპეტი ფუნქციონალურად ოპტიმიზებულია თითოეული გამოყენებისთვის და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს.
NEW My Pipette™ Creator პროგრამა საშუალებას იძლევა მოვახდინოთ E1-ClipTip -ის პროგრამირება პერსონალური კომპიუტერუს საშუალებით.
ინოვაციური ClipTip - ასოცირებული ინტერფეის-ტექნოლოგია
ბუნიკი ემაგრება და ილუქება შესაბამის არეზე სანამ არ მოვახდენთ მის მოხსნას, რაც გამორიცხავს ბუნიკის ჩამოვარდნის და მნიშვნელოვანი ნიმუშების დაკარგვის ან კონტამინაციის რისკს. ბუნიკები ემაგრება და სცილდება მსუბუქი შეხებით, რაც სამუშაოს უნაკლოდ შესრულების საშუალებას იძლევა.
პიპეტირების ახალი კომპიუტერული პროგრამა Thermo Fisher Cloud-თან დაკავშირების შესაძლებლობით უზრუნველყოფს პიპეტების ეფექტურ, ცენტრალიზებულ პროგრამირებას და პროტოკოლის გაზიარებას E1-ClipTip პიპეტებსა შორის. დღემდე არსებული პროტოკოლები შესაძლოა გადმოვიწეროთ და გავაზიაროთ.
E1-ClipTip pipette-ის დაკავშირება პროგრამასთან შესაძლებელია როგორც ბლუთუსით, ასევე USB კავშირით.
ELISA წამკითხველი
შედეგების ვიზუალიზაცია სწრაფად და მარტივად, პლანშეტების სწრაფი წაკითხვით და ინტუიციური პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტით. გამოცადეთ პროგრამული უზრუნველყოფის განსხვავებული კომპლექტებისა და აპლიკაციის ვარიანტები, რომლებიც მოგეხმარებათ თქვენი ლაბორატორიის განვითარებაში. გაზომეთ განსხავევბული სიგნალები, მათ შორის ფლუორესცენცია, შთანთქმა, ლუმინესცენცია ან დროზე დამოკიდებული ფლუორესცენცია Thermo Scientific მიკროპლეიტის წამკითხველზე. მუდმივად განახლებადი მულტიმოდური სისტემებიდან სტანდარტულ ინსტრუმენტამდე ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ აპარატებს რომლებიც შეესაბამება თქვენს ამჟამინდელ ბიუჯეტს თქვენი ლაბორატორიის მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
Equine Genotypes Panel 1.1 Kit
Thermo Scientific Equine Genotypes Panel 1.1 არის რეაგენტის ნაკრები ცხენის წარმოშობის ტესტირებისთვის და იდენტიფიკაციისთვის მოკლე ტანდემური გამეორებების გამოყენებით(STRs).
ცხენის გენოტიპების პანელი 1.1 შეიცავს ყველა საჭირო რეაგენტს 17 მიკროსატელიტური ლოკუსის ამპლიფიცირებისათვის. კიტი შეიცავს master mix და primer mix, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მიკროსატელიტების ამპლიფიკაცია მოხდეს ერთმანეთის პარალელურად PCR ერთ რეაქციაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.thermofisher.com/order/catalog/product/F850L?SID=srch-hj-F850L
ცხენის გენოტიპების პანელი 1.1 შეიცავს ყველა საჭირო რეაგენტს 17 მიკროსატელიტური ლოკუსის ამპლიფიცირებისათვის. კიტი შეიცავს master mix და primer mix, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მიკროსატელიტების ამპლიფიკაცია მოხდეს ერთმანეთის პარალელურად PCR ერთ რეაქციაში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.thermofisher.com/order/catalog/product/F850L?SID=srch-hj-F850L
ES-20/60, ორბიტალური შეიკერ-ინკუბატორი
ორბიტალური შეიკერ–ინკუბატორი ES-20/60 ბიოტენოლოგიური და ფარმაცევტული ლაბორატორიებისთვის, წარმოადგენს პროფესიონალური კატეგორიის მოწყობილობას, რომელიც შექმნილია მიკროორგანიზმების და ეუკარიოტული უჯრედების კულტივაციისთვის, მათ შორის ცხოველური, მცენარეული და მწერეთა უჯრედული კულტურებისთვის.
მახასიათებლები:
ES-20/60 შეიკერ-ინკუბატორით ასევე შესაძლებელია თერმოფილური ბაქტერიების კულტივირება.
შეიკერ-ინკუბატორი აღჭურვილია ყველა ფუნქციით, რომელიც საჭიროა უჯრედული კულტურის გასაზრდელად;
ინტეგრირებული თერმორეზისტენტული, უხმაურო ფენის მოწყობილობა განაპირობებს კამერის შეიგნით არსებული ტემპერატურის ზუსტ გადანაწილებას (შეესაბამება +80°C-მდე ტემპერატურას).
კამერის შიდა მხარე დამზადებულია უჟანგავი მეტალისგან.
FFPE ნიმუშებიდან ტოტალური ნუკლეინის მჟავების საექსტრაქციო ნაკრები RecoverAll™
კატალოგის ნომერი: AM1975
RecoverAll™ ტოტალური ნუკლეინის მჟავების ექსტრაქციის ნაკრები FFPE ნიმუშებიდან განსაზღვრულია 40 რეაქციის შესასრულებლად და ხასიათდება:
- ოპტიმიზებული ტოტალური ნუკლეინის მჟავების ექსტრაქიისთვის FFPE - ქსოვილებიდან, მიკრო რნმ-ების ჩათვლით;
- არ საჭიროებს 12 საათის განმავლობაში პროტეინაზა K-თი დამუშავებას, დეპარაფინიზაცია ხორციელდება რამოდენიმე საათში, ექსპერიმენტის დილით დაწყებისას ნაშუადღევს ნუკლეინის მჟავები მზად არის პჯრ რეაქციაში გასაშვებად;
- ექსტრაქციის ტიპიური გამოსავალი >50%;
- მიღებული ნუკლეინის მჟავები გამოიყენება ახალი თეობის სექვენირებისთვის, RT-PCR და PCR რეაქცაში გასაშვებად, მუტაციების სკრინინგისა და მიკროჩიპებით ანალიზისთვის.
Finnpipette™ F2 – ვარიაბელური მოცულობის ერთ-არხიანი პიპეტები
Thermo Scientific™ Finnpipette™ F2 - მოცულობის ვარირების ფუნქციის მქონე პიპეტები გამორიცხავს გამოყენებისას სიზუსტესთან დაკავშირებულ შეცდომებს, ამავდროულად ხასიათდება რეაგენტთა მოცულობის გადაცემის დახვეწილი (AVG) მოწყობილობით, თერმულად იზოლირებული, მოცულობების შერჩევის დაცული მექანიზმით, რომელიც აუმჯობესებს პიპეტირების შესრულებას. ვინაიდან მოცულობის რეგულირების მოწყობილობა იზოლირებულია პიპეტის დანარჩენი ნაწილისგან, მისი აკურატულობა და სიზუსტე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
მახასიათებლები:
დიდი ზომის სკალა თეთრი ციფრებით შავ ფონზე, მკვეთრი გამოსახულებისთვის;
ორმაგად მოქმედი პიპეტირების ღილაკი - როტაციული ზედა ნაწილის მეშვეობით გამორიცხულია მოცულობის შემთხვევითი ცვლილება;
მსუბუქი, გლუვი პიპეტირების მოქმედება საშუალებას იძლევა მივიღოთ უკეთესი შედეგები უფრო დიდი ხნის მანძილზე;
სრულად ავტოკლავირებადი.