Showing 97–108 of 324 results

HID NIMBUS Presto სისტემა


სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიმუშის ტიპს დასამუშავებლად, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მოიპოვება, ასევე როგორც წესი გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ან შეიცავენ PCR ინჰიბიტორებს. სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშიდან გამოყოფილი გენომური დნმ-ის რაოდენობა და ხარისხი პირდაპირპროპორციულია შემდგომი ანალიზის წარმატების. Thermo Fisher Scientific გთავაზობთ რიგ კომპლექსურ გადაწყვეტებს სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშების მომზადებისთვის და ექსტრაქციისთვის, მათ შორის AutoMate Express Forensic დნმ-ის ექსტრაქციის სისტემას, HID NIMBUS Presto სისტემას, PrepFiler და PrepFiler BTA ავტომატიზირებული დნმ-ისექსტრაქციის ნაკრებებს, (CPA) ინსტრუმენტებს და Prep-n-Go Buffer-ს. კომპაქტური HID Nimbus Presto აერთიანებს KingFisher Presto ავტომატურ ექსტრაქტორს, სითხეების მართვის სისტემას და PrepFiler ხაზის-წამყვან დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრებებს. სწრაფი, ხელით ჩარევის გარეშე მიმდინარე ნიმუშების პროცესინგი და მაღალი ხარისხის გამოსავალიანობა ერთიანდება ადვილად გამოსაყენებელ სისტემაში, რომელსაც შეუძლია 96-მდე ნიმუშის დამუშავება 90 წუთზე ნაკლებ დროში.

HID Real-Time Quantification Software


სასამართლო ექსპერტიზაში დნმ-ის სკვლევის სამუშაო პროცესი მოითხოვს უამრავ რთულ ნაბიჯს, მათ შორის კომპლექსურ ანალიზს, პროცედურებსა და გადაწყვეტილებებს. შედეგად, ბევრი ლაბორატორია დიდწილად ეყრდნობა საკუთარ საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამულ სისტემებს, რათა ეფექტურად მართოს მათი ყოველდღიური ლაბორატორიული ოპერაციები. Thermo Fisher Scientific-ის ინტეგრირებული პროგრამული გადაწყვეტილებები სასამართლო ექსპერტიზის დნმ-ის ლაბორატორიებისთვის დაგეხმარებათ თქვენი ლაბორატორიის ოპერაციების გამარტივებაში და უზრუნველყოფს თქვენი ლაბორატორიის მიერ მიღებული, პირველადი და საბოლოო გაანალიზებული მონაცემების სიზუსტეს და სანდოობას. ჩვენ გთავაზობთ ოპტიმიზებულ გადაწყვეტებს დნმ ლაბორატორიისთვის:
  • რაოდენობრივი ანალიზი
  • ფრაგმენტების ანალიზი
  • საექსპერტო გენოტიპირების სისტემა
  • ნათესაობისა და მამობის ანალიზი
  • შემდეგი თაობის სექვენირების ანალიზი
HID Real Time PCR ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა აუმჯობესებს დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრის სამუშაო პროცესს, სპეციალურად შემუშავებული ანალიზის შაბლონების მეშვეობით და მომხმარებლისთვის  ადვილად სანავიგაციო ინტერფეისით. სისტემა აჩქარებს STR ანალიზს, განზავების, ნორმალიზაციის და PCR რეაქციის მომზადების ავტომატური გაანგარიშების შესრულებით. გარდა ამისა, სისტემა მოიცავს კონფიგურირებად რეპორტის ფუნქციებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოარგონ საკუთარი მონაცემები და რეპორტი ლაბორატორიის სპეციფიკურ მოთხოვნებს.

HiPo MPP-96, მიკრო-პლანშეტების ფოტომეტრი


მიკროფლეითების ფოტომეტრი HiPo  წარმოადგენს კომპაქტურ მაგიდის მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება ELISA-ს შედეგების გასაზომად და მიკრობიოლოგიური კვლევებისთვის 96-ფოსოიან მიკროფლეითზე. ფოტომეტრი კონტროლირდება და შედეგები მიიღება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით - QuantAssay. QuantAssay პროგრამის მახასიათებლები: - ნებისმიერი რაოდენობიs ELISA ექსპერიმენტების დამუშავების შესაძლებლობა; - რაოდენობრივი ექსპერიმენტი მოიცავს 20-მდე სტანდარტს; - ავიდურობის/აფინურობის ექსპერიმენტები; - მულტიპლექსური ანალიზები (7 ექსპერიმენტამდე ერთი ფლეითის ფარგლებში); - ხარისხობრივი ექსპერიმენტები მოიცავს 11-მდე კონტროლს; - BestFit ფუნქცია საუკეთესო საკალიბრაციო მრუდის შესარჩევად; - მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისი: შედეგები მიიღება 3 დაკლიკებით; - დაცული შემავალი და გამომავალი მონაცემები; - რეპორტების გენერირების შესაძლებლობა.

HLA – ტიპირება


ჩვენ გაგვაჩნია მოლეკულური ტიპირების პროდუქტების ფართო სპექტრი და გვთავაზობთ მთელი რიგი ბიომარკერების ანტისხეულების დაბალი და მაღალი გარჩევადობის გამოვლენას, მათ შორის ანალიზებს, რომლებიც გადატრიალებას ახდენენ სამუშაო პროცესის მსვლელობაში, შემდეგი თაობის სექვენირების ყველაზე ეფექტური მეთოდის დანერგვით ლაბორატორიაში.

Human herpes virus 6 (HHV 6) და Human herpes virus 7 (HHV 7)

ჩვენ გთავაზობთ Human herpes virus 6 (HHV 6) და Human herpes virus 7 (HHV 7) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით.

Human Identification Professional Services

სასამართლო ექსპერტიზაში დნმ-ის სკვლევის სამუშაო პროცესი მოითხოვს უამრავ რთულ ნაბიჯს, მათ შორის კომპლექსურ ანალიზს, პროცედურებსა და გადაწყვეტილებებს. შედეგად, ბევრი ლაბორატორია დიდწილად ეყრდნობა საკუთარ საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამულ სისტემებს, რათა ეფექტურად მართოს მათი ყოველდღიური ლაბორატორიული ოპერაციები. Thermo Fisher Scientific-ის ინტეგრირებული პროგრამული გადაწყვეტილებები სასამართლო ექსპერტიზის დნმ-ის ლაბორატორიებისთვის დაგეხმარებათ თქვენი ლაბორატორიის ოპერაციების გამარტივებაში და უზრუნველყოფს თქვენი ლაბორატორიის მიერ მიღებული, პირველადი და საბოლოო გაანალიზებული მონაცემების სიზუსტეს და სანდოობას. ჩვენ გთავაზობთ ოპტიმიზებულ გადაწყვეტებს დნმ ლაბორატორიისთვის:
  • რაოდენობრივი ანალიზი
  • ფრაგმენტების ანალიზი
  • საექსპერტო გენოტიპირების სისტემა
  • ნათესაობისა და მამობის ანალიზი
  • შემდეგი თაობის სექვენირების ანალიზი
HID Professional Services საშუალებას აძლევს დნმ ლაბორატორიებს გადალახონ გამოწვევები Thermo Fisher-თან თანამშრომლობითი პარტნიორობით: მსოფლიო ლიდერი ადამიანის იდენტიფიკაციის გადაწყვეტების ვალიდაციაში. პროფესიონალური სერვისები ხელმისაწვდომია მხარდასაჭერად:
  • ახალი ლაბორატორიის შემუშავება, დანერგვა და ვალიდაცია.
  • ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაცია.
  • ახალი პროტოკოლის ვალიდაცია და ტესტირება.
  • სამუშაო პროცესის, პროგრამული უზრუნველყოფის, თეორიული ტრენინგის და საგანმანათლებლო მომსახურება.

Human immunodeficiency virus (HIV)

ჩვენ გთავაზობთ Human immunodeficiency virus (HIV) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით.

Human papillomavirus infection

ჩვენ გთავაზობთ Human papillomavirus (HPV) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით. ნაკრებები განკუთვნილია როგორც სკრინინგისათვის, ასევე თითოეული გენოტიპის ინდივიდუალური იდენტიფიცირებისათვის. 9 Low-risk HPV types: Human Papillomavirus 11 (HPV 11) Human Papillomavirus 40 (HPV 40) Human Papillomavirus 42 (HPV 42) Human Papillomavirus 43 (HPV 43) Human Papillomavirus 44 (HPV 44) Human Papillomavirus 54 (HPV 54) Human Papillomavirus 6 (HPV 6) Human Papillomavirus 61 (HPV 61) Human Papillomavirus 70 (HPV 70) 19 High-risk HPV types: Human Papillomavirus 16 (HPV 16) Human Papillomavirus 18 (HPV 18) Human Papillomavirus 26 (HPV 26) Human Papillomavirus 31 (HPV 31) Human Papillomavirus 33 (HPV 33) Human Papillomavirus 35 (HPV 35) Human Papillomavirus 39 (HPV 39) Human Papillomavirus 45 (HPV 45) Human Papillomavirus 51 (HPV 51) Human Papillomavirus 52 (HPV 52) Human Papillomavirus 53 (HPV 53) Human Papillomavirus 56 (HPV 56) Human Papillomavirus 58 (HPV 58) Human Papillomavirus 59 (HPV 59)

Influenza A virus (Flu A)

ჩვენ გთავაზობთ Influenza A virus (Flu A) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით.

Influenza B virus (Flu B)

ჩვენ გთავაზობთ Influenza B virus (Flu B) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით.

Ion – ბიბლიოთეკის დამაბალანსებელი ნაკრები


კატალოგის ნომერი:  4482298 Ion Library Equalizer™ ნაკრები მარტივი გადაწყვეტილებაა სექვენირების ბიბლიოთეკის რაოდენობრივი ანალიზისა და მისი განზავებისთვის, ასევე ბიბლიოთეკის ნორმალიზაციისათვის, რაც განსაზღვრულია ნებისმიერი ახალი თაობის სექვენირების პროტოკოლით. Ion Library Equalizer™ ნაკრები ამცირებს შესასრულებელი სამუშაოს სირთულეს, რეაგენტების ფასებს და ამარტივებს იონურ ნახავარგამტარ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სექვენირების პროტოკოლს. შედეგად მიიღება ბარკოდირებული ნიმუშები მაღალი წარმადობით. ნაკრების გამოყენება ასევე შესაძლებელია ერთი ან რამოდენიმე ნიმუშის მოსამზადებლად, მცირე მოცულობით. ნაკრების პროტოკოლი მოიცავს 3 მარტივ ეტაპს:  1) ბიბლიოთეკის ამპლიფიკაცია Equalizer™-პრაიმერებით; 2) ბიბლიოთეკის დაკავშირება Equalizer™-ბიდებთან; 3) ელუციის ეტაპი - ნორმალიზებული ბიბლიოთეკის გაცხელება და ელუცია სპეციალურად მომზადებული Equalizer™ ელუციის ბუფერით. ეფექტური ფასი
  • არ არის საჭირო დამატებითი ტექნიკა;
  • უფრო დაბალი ფასი, ვიდრე Agilent 2100 Bioanalyzer®-ის შემთხვევაში;
  • გამოყენების ვადა - 18 თვემდე.
მოიცავს:  Ion Library Equalizer ნაკრები მოიცავს ყველა აუცილებელ რეაგენტს 96 ნიმუშის ბიბლიოთეკის ნორმალიზაციის რეაქციებისთვის. პროტოკოლში ასევე მოთხოვნილია: 
  • Ion AmpliSeq™ Library Kit 2.0
  • Ion AmpliSeq™ გამოყენებისთვის მზა პანელი ან მომხმარებილის მიერ Ion AmpliSeq™ Designer (www.ampliseq.com) -ით შექმლინი პანელი.
--ან--
  • Ion Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
--ან--
  • Ion Xpress™ Plus ბიბლიოთეკის ფრაგმენტების მოსამზადებელი ნაკრები
არჩევითი: 
  • Ion Xpress™ - ბარკოდების ადაპტერების ნაკრები

Ion 530™ ჩიპის ნაკრები


კატალოგის ნომერი: A27764 Ion 530 ჩიპის ნაკრები შეიცავს 8 ბარკოდირებულ ჩიპს, რომლებიც გამოიყენება შემდეგი თაობის სექვენირების სისტემებზე: Ion S5 და Ion S5 XL. Ion 530 ჩიპის გამოყენებით ელექტრონულად ხდება თითოეული ნუკლეოტიდის ჩართვის დეტექცია პოლიმერიზაციისას, ფლუორესცენტული სიგნალის გარეშე. ოპტიკაზე ორიენტირებული დეტექციის სისტემის თავიდან აცილება შემდეგი თაობის სექვენირების ტექნოლოგიას ანიჭებს სისწრაფეს. ამ შემთხვევაში, 200 bp სიგრძის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სექვენირების დრო 2.5 საათზე ნაკლებია. Ion 530 ჩიპის მახასიათებლები:
  • ნიმუშის კონტროლის ფუნქცია ინტეგრირებული ბარკოდის მეშვეობით;
  • რეაქციის სისწრაფე: მხოლოდ 2.5 - 4 საათში 15-20 მლნ რიდის გენერირება;
  • რიდების სიგრძე 600 აზოტოვან ფუძემდე მრავალი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის შესრულების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის გენთა მიზნობრივი სექვენირება და მიკრობთა სექვენირება;
  • თავსებადობა ბიბლიოთეკის მომზადების თანამედროვე მეთოდებთან.
შენიშვნა: აღნიშნული ნაკრები თავსებადია მხოლოდ Ion S5 და Ion S5 XL სისტემებთან. ნაკრები თავსებადია მხოლოდ Ion 510/Ion 520/Ion 530 Chef-ნაკრებთან, Ion 520/Ion 530 ExT Chef-ნაკრებთან, და Ion 520 & Ion 530 OT2 ნაკრებთან.