Showing 73–84 of 324 results

Finnpipette™ F2 – მრავალარხიანი პიპეტები


Thermo Scientific™ Finnpipette™ F2 მრავალარხიანი პიპეტები მოიცავს მოცულობის გადაცემის დახვეწილ (AVG) მოწყობილობას, რომლის მექანიზმი პიპეტირების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. აღნიშნული მრავალარხიანი პიპეტები ხელმისაწვდომია 8-, 12- და 16-არხიანი მოდელების სახით, მოცულობის შერჩევის მოწყობილობით. დაბალი მოცულობის მქონე მოდელების შემთხვევაშიც კი, გარანტირებულია სითხის ტრანსფერი სრული სიზუსტით. მახასიათებლები: დიდი ზომის სკალა თეთრი ციფრებით შავ ფონზე, მკვეთრი გამოსახულებისთვის; ორმაგად მოქმედი პიპეტირების ღილაკი - როტაციული ზედა ნაწილის მეშვეობით გამორიცხულია მოცულობის შემთხვევითი ცვლილება; მსუბუქი, გლუვი პიპეტირება საშუალებას იძლევა მივიღოთ უკეთესი შედეგები; სრულად ავტოკლავირებადი; სივრცე პირადი ID იარლიყისთვის.

Finnpipette™ F2 GLP ნაკრებები



პიპეტირებისთვს საჭირო ყველა ნივთი ერთ ნაკრებში: Thermo Scientific™ Finnpipette™ F2 GLP (Good Laboratory Pipetting)ნაკრებები ხანგრძლივი მოხმარებისას სიზუსტის და სანდოობის გარანტიას იძლევა. Finnpipette F2 პიპეტები გვთავაზობს მაქსიმალურ სანდოობას და კომფორტს. აღნიშნულ ნაკრებს გააჩნია უნიკალური მახასითებლები, როგორიცაა AVG (გაუმჯობესებული მოცულობის გადაცემის მექანიზმი) და ფართო მონიტორი გამოყენების გაუმჯობესებული შესაძლებლობებისთვის და მეტი კომფორტისთვის. მახასიათებლები: AVG-მოცულობის გადამყვანი მექანიზმი აკურატულობისა და სიზუსტისთვის სრულად ავტოკლავირებადი მოწყობილობა ბუნიკის მარტივად მოსახსნელად დიდი მონიტორი ციფრების უკეთ აღსაქმელად სიმსუბუქე

Finnpipette™ Novus – ელექტრონული მრავალარხიანი პიპეტები

Thermo Scientific™ Finnpipette™ Novus მრავალარხიანი ელექტრონული პიპეტები ხასიათდება მრავალი ლაბორატორიული მონაცემით, როგორიცაა 96- და 384- ფლეითზე რეაგენტის განაწილება. სიმსუბუქე, სიმარტივე, კომფორტი და ფუნქციური ოპტიმიზაცია Novus  პიპეტებს საუკეთესო ხელსაწყოდ წარმოადგენს ლაბორატორიაში. მახასიათებლები: მრავალენოვანი ინტერფეისი; პიპეტირების 10  რეჟიმი, მათ შორის პირდაპირი, რევერს, განზავებადი, ეტაპობრივი პიპეტირების, შერევის, ნაწილოვრივი ეტაპობრივი და სხვა რეჟიმები; 9 სიჩქარე; 9 -ყველაზე ხშირად გამოყენებადი პორგრამის შენახვის შესაძლებლობა; მრავალარხიანი (8) ვერსია, მათ შორის 16 არხიანი 384-ფოსოიანი ფლეითისთვის, ფერით-კოდირებული, მარტივად ამოსაცნობად; სრული ზომის შავი ეკრანი აღმოფხვრის ირგვლივ სინათლის არეკვლის შესაძლებლობას და აუმჯობესებს კონტრასტს დაბალი განათების პირობებში; სწრაფი კალიბრაციის შესაძლებლობა მეტი აკურატულობისა და სიზუსტისთვის; ავტოკლავირების შესაძლებლობა, ჯვარედინი და სხვა ტიპის კონტამინაციის თავიდან ასარიდებლად; მაქსიმალურად მსუბუქი კონსტრუქცია. თავსებადი: იდელაურია Thermo Scientific Finntip™ Flex ან Finntip -ის ბუნიკებთან ერთად გამოყენებისას. ნაკრები მოიცავს: პიპეტი Finnpipette Novus; უნივერსალური დამტები; დგუშის მოსახსნელი ხელსაწყო; გამოყენების ინსტრუქცია; კალიბრაციის სერტიფიკატი.

Finnpipette™ Novus GLP ნაკრებები


Thermo Scientific™ Finnpipette™ Novus GLP - ნაკრებები უზრუნველყოფს მომხმარებელს ყველაფრით, რაც შეიძლება პიპეტირებისას დაგვჭირდეს — სრული ნაკრები მარტივია გამოსაყენებლად. პიპეტირების 10 ფუნქციით, Novus მოდელის პიპეტები გვთავაზობს უმაღლეს მოქნილობას და კომფორტს, რამდენადაც შეიძლება ხელის პიპეტი ხასიათდებოდეს. აღნიშნულის გამო პიპეტები იდეალურია მარავალმხრივი გამოყენებისთვის. 
Novus GLP ნაკრები 1 – 4700470 -  მოიცავს: პიპეტი Finnpipette Novus 10-100μL; პიპეტი Finnpipette Novus 100-1000μL; ორი Finnpipette Novus სადგამი; Finntip Flex 200-ის და Flex 1000-ის ერთი რეკი; რეაგენტების რეზერვუარები; ბუნიკების პაკეტი; გამოყენების ინსტრუქცია; Finnpipette Novus ბროშურა. Novus GLP ნაკრები 2 – 4700490 - მოიცავს: პიპეტი Finnpipette Novus 100-1000μL; პიპეტი Finnpipette Novus 0.5-5mL; ორი Finnpipette Novus სადგამი; ერთი რეკი 5ml და Flex 1000 ბუნიკებისთვის; რეაგენტების რეზერვუარები; ბუნიკების პაკეტი; გამოყენების ინსტრუქცია; Finnpipette Novus ბროშურა.
Novus GLP ნაკრები 3 - 4701120 - მოიცავს: Novus პიპეტი , 1-10μL, მიკრო; Novus პიპეტი , 10-100μL; Novus პიპეტი , 100-1000μL; სამი Finnpipette Novus პიპეტის სადგამი; ერთი რეკი Flex 10, Flex 200 და Flex 1000; რეაგენტების რეზერვუარები; ბუნიკების პაკეტი; გამოყენების ინსტრუქცია; Finnpipette Novus ბროშურა. Novus GLP ნაკრები 4 - 4701130 - მოიცავს: Novus პიპეტი, 10-100μL; Novus პიპეტი, 100-1000μL; Novus პიპეტი, 1-10mL; სამი Finnpipette Novus პიპეტის სადგამი; ერთი რეკი Flex 200, Flex 1000 და Finntip 10ml ბუნიკებისთვის; რეაგენტების რეზერვუარები; ბუნიკების პაკეტი; გამოყენების ინსტრუქცია; Finnpipette Novus ბროშურა.

FLEXMAP 3D სისტემა


FLEXMAP 3D® არის Luminex-ის ყველაზე მოწინავე და მრავალმხრივი მულტიპლექსირების პლატფორმა. წაკითხვის სწრაფი დრო, თავსებადობა როგორც 96- და 384 ფოსოიან პლანშეტებთან და ინტეგრაციის სიმარტივე წინა ავტომატიზაციის სისტემებთან, FLEXMAP 3D-ს აქცევს პლატფორმად მაღალი გამტარუნარიანობის კვლევებისათვის. პლატფორმა იყენებს როგორც მაგნიტურ, ისე არამაგნიტურ მიკროსფეროებს და შეუძლია ერთდროულად გაზომოს 500-მდე გენი ან ცილა მცირე ნიმუშიდან. ავტომატური გაშვება, გამორთვა და ტექნიკური მომსახურება ხდის FLEXMAP 3D-ს მარტივად გამოყენებად სისტემად. მაღალი გამტარუნარიანობა: ნიმუშის ორმაგი სითხის გამტარი და ნიმუშის დეტექციის გაზრდილი სიჩქარე იწვევს ანალიზის უფრო სწრაფ ჩატარებას. FLEXMAP 3D სისტემას შეუძლია 384 ნიმუშის დამუშავება და 144,000-მდე მონაცემის გენერირება სულ რაღაც ერთ საათში. - მაღალი პლექსირების უნარი: FLEXMAP 3D თავსებადია მაგნიტურ და არამაგნიტურ მიკროსფეროებთან და შეუძლია განასხვავოს 500-მდე სხვადასხვა ბიდის ნაკრები. პლატფორმა გვთავაზობს კომერციული კომპლექტებისა და რეაგენტების დიდ მენიუს, რათა შემუშავდეს ანალიზები მრავალფეროვანი აპლიკაციებისთვის, მათ შორის ნუკლეინის მჟავების დეტექცია იმუნოანალიზები, რეცეპტორ-ლიგანდის ურთიერთქმედებისა და ფერმენტული ანალიზები. - ავტომატიზაცია/LIS თავსებადობა: xPONENT® პროგრამული უზრუნველყოფა აკონტროლებს FLEXMAP 3D სისტემას და გთავაზობთ ინტერფეისის განსხვავებულ ვარიანტებს ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემებისთვის (LIS) და პრე-ავტომატური პლატფორმებისთვის. სისტემა მუშაობს 96 და 384 ფოსოიანი პლანშეტის ფორმატებში, ნიმუშის მომზადებისა და გამტარუნარიანობის გაზრდისთვის. - საიმედოობა: FLEXMAP 3D სისტემას აქვს მრავალი მახასიათებელი, რომელიც საშუალებას იძლევა გაუშვათ, აწარმოოთ, გამორთათ და ტექნიკურად გამართოთ ინსტრუმენტი, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მის ეფექტურობას მაღალი გამტარუნარიანობის სკრინინგისათვის.

FLEXMAP 3D სისტემა


FLEXMAP 3D წარმოადგენს Luminex-ის ყველაზე დახვწილ და მულტიპლექსირების ფართო შესაძლებლობების მქონე აპარატს. წაკითხვის სისწრაფე, თავსებადობა 96- და 384- ფოსოიან ფლეითებთან და ავტომეტიზების სისტემების ინტეგრირების სიმარტივე FLEXMAP 3D-ს ხდის მოსახერხებელ აპარატს მაღალი წარმადობის საჭიროებისას.
  • მულტიპლექსირება: 500 ანტიგენამდე ერთი ნიმუშის ფარგლებში
  • წაკითხვის დრო: 96-ფოსოიანი ფლეითი < 20 წუთში (144,000 ტესტი/საათში); 384-ფოსოიანი ფლეითი <75 წუთი (153,600-მდე ტესტი/საათში)
  • ყოველდღიური ინიციალიზაცია/გამორთვა: < 30 წუთი
FLEXMAP 3D რეაგენტები: FLEXMAP 3D აპარატი საჭიროებს სატრანსპორტო სითხეს, რომელიც ასრულებს გადამტანი არის როლს ბიდების ტრანსპორტისთვის ინსტრუმენტის ოპტიკურ ნაწილამდე. ორივე აპარატი ხასიათდება არჩევანის შესაძლებლობით: 20 ლიტრის მოცულობის ერთჯერადი გარე კონტეინერი სატრანსპორტო სითხისთვის ან კომპაქტური  20X სარანსპორტო სითხის კონცენტრატის  პაკეტი, რომელიც შესაძლოა გაიხსნას წყლის საშუალებით სამუშაო მოცულობამდე, როდესაც ამის საჭიროებაა. FLEXMAP 3D საჭიროებს კალიბრაციას და ვერიფიკაციას შესაბამისი ნაკრებებით, რომელთაგან თითოეული გათვლილია 25 გამოყენებაზე.   https://www.youtube.com/watch?v=7K79XXg_NNY&ab_channel=LuminexCorporation
  • მაღალი წარმადობა: ნიმუშის განვლადობის ორმაგი არხი და ნიმუშის ინექციის მაღალი სისწრაფე შედეგად იძლევა მაღალ წარმადობას. FLEXMAP 3D სისტემის გამოყენებით შესაძლებელია დამუშავდეს 384 ნიმუშ და გენერირდეს 144,000 - მდე მონაცემბი მხოლოდ 1 საათში.
  • მულტიპლექსირების მაღალი შესაძლებლობები: FLEXMAP 3D თავსებადია მაგნიტურ და არა-მაგნიტურ მიკროსფეროებთან, რაც შესაძლებლობას ქმნის დიფერენცირდეს 500 განსხვავებული სფერო. პლატფორმა გვთავაზობს კომერციული კირების და რეაგენტების ფართო არჩევანს, რათა შემუშავდეს სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტების დიზაინი, მათ შორის ნუკლეინის მჟავების, იმუნოლოგიური, რეცეპტორ/ლიგნდის და ფერმენტული რეაქციების შესასწავლად.
  • ავტომატიზება/LIS თავსებადობა: xPONENT® Software აკონტროლების FLEXMAP 3D სისტემას და გვთავაზობს მრავალი ტიპის არჩევანს ლაბორატორიის ინფორმაციული სისტემისა (LIS) და სხვა ავტომატიზებულ პლატფორმებთან დასაკავშირებლად. სისტემა თავსებადია 96 და 384 - ფოსოიანი პლანშეტებისთვის, რაც თავის მხრივ ასევე მაღალი წარმადობის გამოსავალს იძლევა.
  • სანდოობა: FLEXMAP 3D სისტემა მოიცავს მრავალ ფუნქციას, რომელიც ავტომატურად ახდენს აპარატის ინიციალიზაციის, გამორთვის, მოვლის ეტაპების განხორციელებას, რაც ექსპერიმენტის უნაკლოდ მიმდინარეობის გარანტიას იძლევა.
   

Forma™ 8600 Series -86°C Ultra-Low Temperature Chest Freezers


Forma 800 Series Ultra-Low Chest საყინულე, 63-ბოქსის სიმძლავრე, 230V, 50Hz ტემპერატურის დიაპაზონი -50°C-დან -86°C-მდე სერთიფიკატები / შესაბამისობა CE, cULus, FDA კლასი I, UL

Gardnerella vaginalis (GV)

ჩვენ გთავაზობთ Gardnerella vaginalis (GV) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით.

GeneJET Micro ნაკრები რნმ-ის გასუფთავებისა და კონცენტრირებისთვის

კატალოგის ნომერი: K0842 აღწერა: Thermo Scientific GeneJET რნმ-ის გასუფთავების და კონცენტრირების მიკრო ნაკრები შექმნილია წინასწარ გამოყოფილი რნმ-ის ნიმუშების სწრაფი გასუფთავებისა და კონცენტრირებისთვის, ასევე DNase I-ით დამუშავების შემდგომ და სხვა ფერმენტებისგან რნმ-ის ნიმუშების გასაწმენდად. კიტი შექმნილია სილიკა-მემბრანის მქონე სპინ-სინჯარების ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რაც გამორიცხავს ექსპერიმენტისას ტოქსიკური რეაქგენტების გამოყენების საჭიროებას. მახასიათებლები:
  • სინჯარების დახვეწილი და მარტივად გამოსაყენებელი დიზაინი;
  • ელუცია: 6 - დან 10 µL მოცულობამდე.
  • 85-დან100%-მდე მაღალი ხარისხის რნმ-ის მიღების შესაძლებლობა;
  • სწრაფი და მარტივი - პროცედურა 5 წუთზე ნაკლებ დროს საჭიროებს.
გამოყენების სფეროები:
  • RT-PCR, RT-qPCR, Northern - ბლოტინგი და სხვა რნმ-დამოკიდებული ექსპერიმენტები.

GeneMapper ID-X Software


სასამართლო ექსპერტიზაში დნმ-ის სკვლევის სამუშაო პროცესი მოითხოვს უამრავ რთულ ნაბიჯს, მათ შორის კომპლექსურ ანალიზს, პროცედურებსა და გადაწყვეტილებებს. შედეგად, ბევრი ლაბორატორია დიდწილად ეყრდნობა საკუთარ საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამულ სისტემებს, რათა ეფექტურად მართოს მათი ყოველდღიური ლაბორატორიული ოპერაციები. Thermo Fisher Scientific-ის ინტეგრირებული პროგრამული გადაწყვეტილებები სასამართლო ექსპერტიზის დნმ-ის ლაბორატორიებისთვის დაგეხმარებათ თქვენი ლაბორატორიის ოპერაციების გამარტივებაში და უზრუნველყოფს თქვენი ლაბორატორიის მიერ მიღებული, პირველადი და საბოლოო გაანალიზებული მონაცემების სიზუსტეს და სანდოობას. ჩვენ გთავაზობთ ოპტიმიზებულ გადაწყვეტებს დნმ ლაბორატორიისთვის:
  • რაოდენობრივი ანალიზი
  • ფრაგმენტების ანალიზი
  • საექსპერტო გენოტიპირების სისტემა
  • ნათესაობისა და მამობის ანალიზი
  • შემდეგი თაობის სექვენირების ანალიზი
GeneMapper ID-X არის ავტომატური გენოტიპირების  პროგრამული სისტემა, ფრაგმენტული ანალიზისა და გენოტიპის პროფილის სწრაფი და საიმედო  გენერირებისთვის. Genemapper ID-X Software აერთიანებს მონაცემთა ანალიზისა და ნიმუშების მიმოხილვის ინსტრუმენტებს, რაც ხელს უწყობს  ალელების დასახელებას, ნარევის ანალიზს და სტატისტიკურ გამოთვლებს. პროგრამული უზრუნველყოფა გთავაზობთ ყოვლისმომცველ სისტემას, რომელიც შეიძლება იყოს ოპტიმიზირებული და ვალიდირებული, როგორც საექსპერტო სისტემაში, ასევე ტრადიციული მონაცემთა ანალიზის სამუშაო პროცესებში გამოსაყენებლად. V1.4 ოპტიმიზირებულია, შემდეგი თაობის 6-საღებავიან STR რეაგენტებთან (როგორიცაა GlobalFiler და Y-Plus STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები), და ასევე Windows® 7 ოპერაციული სისტემის პლატფორმაზე გამოსაყენებლად.

GlobalFiler ნაკრებები


სასამართლო პრაქტიკაში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო 1985 წლიდან, როდესაც მინისატელიტები და Southern blotting-ი იყო ახლალი ტექნოლოგიები. 1990-იანი წლების დასაწყისში, დაინერგა მოკლე ტანდემური გამეორებები (STRs) როგორც ახალი პოლიმორფული დნმ მარკერის ტიპი და მას შემდეგ გახდა ოქროს სტანდარტი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის მონაცემთა ბაზებში, სისხლის სამართლის საქმეებში, მამობისა და ნათესაობის ანალიზსა და დაკარგული პირების იდენტიფიკაციისთვის. კონკრეტული მარკერების მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებულია, მაგრამ მონაცემთა გაზიარების მუდმივი საერთაშორისო ძალისხმევით, STR PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები ერთდროულად უნდა ფარავდეს სხვადასხვა რეგიონებში მოთხოვნილ მარკერებს, რათა მოხდეს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებელი იქნას STR პროფილების შედარება. Thermo Fisher Sceintific-ის PCR ამპლიფიკაციის ნაკრებები იწარმოება Warrington-ში, დიდ ბრიტანეთში - დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ISO 18385 სერთიფიკაციის სახელმძღვანელო გაიდლაინებს. GlobalFiler STR კომპლექტები გთავაზობთ ამპლიფიკაციის დროის შემცირებას და მაქსიმალურ მონაცემთა მიღების შესაძლებლობას. 6-საღებავიანი, 24-ლოკუსის ტექნოლოგია შექმნილია უმაღლესი ლაბორატორიული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. GlobalFiler და GlobalFiler Express ნაკრებები დამტკიცებულია დნმ-ის პროფილირებაზე მომუშავე ლაბორატორიებში გამოსაყენებლად, და აშშ-ს ეროვნული დნმ ინდექსის სისტემაში (NDIS) CODIS მონაცემთა ბაზაში შესატანად.