Showing 37–48 of 324 results

BigDye XTerminator™ პურიფიკაციის ნაკრები


კატალოგის ნომერი:  4376486 BigDye XTerminator® სისტემა არის სწრაფი, მარტივი პურიფიკაციის რეაგენტების ნაკრები დნმ-სექვენირების რეაქციებისთვის. იგი აცილებს სარეაქციო არიდან დამოუკიდებლად დარჩენილ BigDye® ტერმინატორებს და მარილებს. რეაქციის გაწმენდა შესაძლებელია 40 წუთზე ნაკლებ დროში, ხოლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს.
  • საღებავების ლაქების წარმოშობის თავიდან აცილების შესაძლებლობა;
  • ნიმუშების სტაბილიზაცია ანალიზის დროს;
  • სექვენირების პროტოკოლის გაუმჯობესება;
  • სამუშაოს შესრულება ავტომატიზებული ან მანუალური პროტოკოლით;
  • სწრაფი, საიმედო და ინფორმატიული შედეგები.
ნიმუშის გაწმენდის პროცესი ტრადიციული პურიფიკაციის მეთოდები, როგორიცაა ეთანოლით პრეციპიტაცია, საჭიროებს დამატებით მრავალ რეაგენტს და ცენტრიფუგირების ეტაპებს. BigDye XTerminator® პურიფიკაციის ნაკრები საჭიროებს მხოლოდ ორ რეაგენტს:
  • XTerminator™ რეაგენტი – წმენდს არა-ინკორპორირებული საღებავ-ტერმინატორებისა და თავისუფალი მარილებისან სარეაქციო მიქსს პოსტ-სექვენირების ეტაპზე.
  • SAM™ რეაგენტი – აუმჯობესებს XTerminator™-ის შესრულებას და ახდენს პოსტ-პურიფიკაციის რეაქციების სტაბილიზაციას.
 

BigDye™ ტერმინატორი v1.1 და v3.1 5X სექვენირების ბუფერი

კატალოგის ნომერი:  4336697   მოცემული ბუფერი სექვენირებისთვის ოპტიმიზებულია BigDye® ტერმინატორ ციკლური სექვენირების ნაკრებთან გამოყენებისთვის.  

BigDye™ ტერმინატორი v3.1 ციკლური სექვენირების ნაკრები

  BigDye® ტერმინატორი v3.1 ციკლური სექვენირების კიტები იდეალურია de novo სექვენირებისთვის, რესექვენირებისთვის, პჯრ-პროდუქტების დასასრულებლად, პლაზმიდებზე, ფოსმიდებზე და BAC-მატრიცებზე სამუშაოდ.
  • ხარისხის გაუმჯობესება სექვენირების ფართო სპექტრის ექსპერიმენტების შემთხვევაში;
  • ოპტიმიზებული გრძელ გენეტიკურ თანმიმდევრობებზე მუშაობისთვის;
  • საღებავის მობილობის უკეთესი მახასიათებლები;
  • გაუმჯობესებული შესრულება  GT-მდიდარ მონაკვეთებზე მუშაობისას;
  • უფრო გრძელი, მაღალი ხარისხის რიდების მიღების შესაძლებლობა და ფლუორესცენტული სიგნალის ოპტიმალური მაჩვენებლები;
  • პროდუქტიულობის გაზრდის და ხარჯების შემცირების შესაძლებლობა.

Bovine ISAG SNP Parentage Panel

The Bovine ISAG SNP Parentage Panel შეიცავს მიზნობრივად დადიზაინებულ 200 პრაიმერს, რომლებიც რეკომენდირებულია  ISAG-მიერ. SNPs გამოიყენება AgriSeq targeted genotyping-by-sequencing (GBS) ანალიზის მიმდინარეობისას . ცხოველთა გენეტიკის საერთაშორისო ასოციაციამ (ISAG) დაადიზაინა 100 ძირითადი  SNPs და 100 დამატებითი SNPs, შესაბამისი ალელური სიხშირით და გენომიური ინტერვალით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ზუსტი წარმოშობის განსაზღვრისთვის ჯიშების ფართო სპექტრში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.thermofisher.com/order/catalog/product/A35297?SID=srch-hj-A35297

BRAHMS – რეაგენტები და სახარჯი მასალები


B·R·A·H·M·S ბიომარკერების ტესტ-მენიუ ათწლეულების განმავლობაში B·R·A·H·M·S წარმოადგენდა ლიდერ ბრენდს ისეთი ბიომარკერების განვითარებასა და წარმოებაში, რომელთაც მართლაც კრიტიკული კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია. პორტფოლიოში

Campylobacter spp. (Cam)

ჩვენ გთავაზობთ Campylobacter spp. (Cam) დიაგნოსტირებას RT-PCR მეთოდის გამოყენებით.

Card processing automation (CPA) ინსტრუმენტები

სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიმუშის ტიპს დასამუშავებლად, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში მცირე რაოდენობით მოიპოვება, ასევე როგორც წესი გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ან შეიცავენ PCR ინჰიბიტორებს. სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშიდან გამოყოფილი გენომური დნმ-ის რაოდენობა და ხარისხი პირდაპირპროპორციულია შემდგომი ანალიზის წარმატების. Thermo Fisher Scientific გთავაზობთ რიგ კომპლექსურ გადაწყვეტებს სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშების მომზადებისთვის და ექსტრაქციისთვის, მათ შორის AutoMate Express Forensic დნმ-ის ექსტრაქციის სისტემას, HID NIMBUS Presto სისტემას, PrepFiler და PrepFiler BTA ავტომატიზირებული დნმ-ისექსტრაქციის ნაკრებებს, (CPA) ინსტრუმენტებს და Prep-n-Go Buffer-ს. Card Processing Automation 200 (CPA200) არის ნახევრად ავტომატური პანჩერი, რომელიც შექმნილია ფილტრის ქაღალდზე ან ბარათებზე შეგროვებული ადამიანის სისხლის ან ნერწყვის დნმ-ის ნიმუშების პროცესინგისთვის.

CarrierSeq ECS ნაკრები

Ion Torrent CarrierSeq ECS ნაკრები შექმნილია სპეციალურად გაფართოებული მატარებლობის სკრინინგისთვის(ECS) Ion GeneStudio S5 სისტემაზე. ნაკრები მოიცავს: რეაგენტებს ბიბლიოთეკის და შაბლონის მოსამზადებლად , სექვენირებისთვის და  პროგრამულ უზრუნველყოფას მონაცემთა ანალიზისთვის. ამ ნაკრების მეშვეობით ლაბორატორიებს შეუძლიათ ჩაატარონ გაფართოებული მატარებლობის სკრინინგი NGS პლათფორმაზე. პანელით შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ერთნუკლეოტიდური ვარიანტები(SNVs), ინსერციები, დელეციები(indels) და ასლის რაოდენობრივი ვარიანტები(CNVs), 420 გენში. CarrierSeq ECS ნაკრების მთავარი უპირატესობები:
  • მატარებლობის სტატუსის გამოვლენის სიხშირის გაზრდა, მემკვიდრეობითი დარღვევების ფართო სპექტრისთვის. პანელი მოიცავს 420 გენს, რომლებიც დაკავშირებულია 418 მემკვიდრულ დაავადებასთან.
  • რთულად საკვლევი სამიზნეები: ფსევდო გენები, პარალოგები(SMN1 და SMN2 - სპინალური კუნთოვანი ატროფია), HBA1 და HBA2 – (ალფა თალასემია) გაერთიანებულია ერთ NGS ანალიზში.
  • ლაბორატორიაში ინტეგრირება მარტივია, უზრუნველყოფს საიმედო შედეგებს Ion AmpliSeq ტექნოლოგიით.
  • Carrier Reporter - ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა  სწრაფად გადაიყვანს მონაცემებს რეპორტის ფორმატში.
  • მოქნილი წარმადობა — ნაკრების ფორმატები ხელმისაწვდომია 3, 4, 15 და 16 ნიმუშისთვის თითო ჩიპზე ან 6, 8, 30 და 32 ნიმუშზე თითო გაშვებაზე

cDNA სინთეზის ნაკრები – SuperScript™ VILO™


კატალოგის ნომერი: 11754050 SuperScript VILO - cDNA სინთეზის კიტი შექმნილია cDNA - ს (კოპი დნმ) პირველი ჯაჭვის სინთეზისთვის ორ ეტაპიანი პჯრ რეაქციისას რეალურ დროში. კიტი 2-ტუბის ფორმატით მოიცავს  VILO-სარეაქციო მიქსს და ფერმენტებს, რომლებიც ცალკე ტუბშია მოთავსებული. ფერმენტების მიქსი შეიცავს SuperScript III-რევერსპტრანსკრიპტაზას (RT), გენეტიკური ინჟინერიით მიღებულ  MMLV RT-ს, რომელსაც არ გააჩნია RNase H აქტივობა და ახასიათებს გაუმჯობესებული თერმოსტაბილურობა, რაც cDNA-ს სინთეზის მაღალ ეფექტურობას განაპირობებს. კიტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას cDNA-ს სინთეზისთვის საწყისი რნმ-ის ფართო სპექტრის მოცულობებზე სამუშაოდ.

CEDIA™ Cyclosporine (CsA) იმუნოანალიზები და კალიბრატორები

კატალოგის ნომერი: 100147 საიმედო და ზუსტი რაოდენობრივი შედეგების მიღწევა, რომლებიც გადამწყვეტია ციკლოსპორინის დონის მონიტორინგისთვის თირკმელების, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ჩვენ მიერ შემოთავაზებული ადვილად გამოსაყენებელი Thermo Scientific™ CEDIA™ Cyclosporine Plus იმუნოანალიზით. მოწოდებული Thermo Scientific CEDIA Plus მაღალი დიაპაზონის კალიბრატორებთან ერთად, ეს იმუნოანალიზი გამოირჩევა ფართო დიაპაზონით 25-2000ნგ/მლ, როგორც ქვედა ზღვარზე არსებული, ასევე პიკის ნიმუშებისთვის. გამოყენება შესაძლებელია Indiko™ და Indiko Plus კლინიკურ და სპეციალიზებულ ქიმიურ სისტემებზე, ასევე რიგ სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტებზე.

CEDIA™ მიკოფენოლის მჟავას იმუნოანალიზები, კალიბრატორები და კონტროლები

კატალოგის ნომერი: 100276 შეავსეთ თქვენი იმუნოსუპრესანტი წამლების ტესტირების პანელი Thermo Scientific™ CEDIA™ მიკოფენოლის მჟავის იმუნოანალიზით. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სხვა ISD ანალიზის მსგავსად, CEDIA მიკოფენოლის მჟავის იმუნოანალიზი საიმედო და ზუსტია, რაც გამოხატულია მომხმარებელთა შედეგებში. ნაკრების გამოყენება შესაძლებელია Indiko™ და Indiko Plus კლინიკურ და სპეციალიზებულ ქიმიურ სისტემებზე, ასევე სხვა რიგ ლაბორატორიული ინსტრუმენტებზე.